პითონივიცი ეს ფილმი....
საოცარია, ძალიან დამთრუნველი...
პირველად ერთად ვუყურეთ ამ ფილმს....

bright star.
თუ არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ
* * *
რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა,საყვარელი ადამიანი დაკარგა. საოცრად ნაზი, სუსტი იყო,ამხელა იმედგაცრუებისთვის.
იმ ბიჭმა,ვინც მიატოვა, ბევრი არაფერი უთხრა, გარდა იმისა,რომ არ ენერვიულა.
თავიდან მართლა ასე იყო... არ იმჩნევდა, არც მის პროფილს ამოწმებდა,არც შეხვედრა სურდა... მითუმეტეს არც საუბრობდა მასზე.
თითქოს ყველაფერი გაილია, არ ჩანდა არც საფრთხე, არც არაფერი სხვა,რომ ჩვენ მასზე გვენერვიულა.
ძლიერ ქალად მოგვევლინა,შინაგანად დამჭკნარი გოგონა.
ასე გაგრძელდა სადღაც ერთ თვეს... შემდეგ დაიწყო,მონატრება... ალკოჰოლი... სიგარეტი... ჩაკეტილი ცხოვრება. მეგობრების, ახლობლების გარეშე.
შოკირებულები,ვეძებდით პასუხებს,მიუხედავად იმისა,რომ კითხვა არ დასმულა...
როცა მოვახერხებდი მასთან საუბარს, პასუხი სულ იგივე იყო : შემეშვით.
და ეს ,,შემეშვით", წარმოიდგინე,როგორი მოსასმენი იყო,ბავშვობის მეგობრისგან...
იმდენი ვქენი,შევიპარე მის ცხოვრებაში.
თავიდან არაფერს ვსაყვედურებდი,თითქოს ყველაფერი მესმოდა,არადა არაფერი ვიცოდი.
ყველაფერი გავაკეთეთ მისმა საყვარელმა ადამიანებმა, ის ძველი რომ დაგვებრუნებინა.
მაგრამ რამდენიმე წელი გავიდა, და ის მაინც ელოდება...
მაინც სჯერა რომ მივა...
ადამიანის სიყვარული უსაზღვროა.
ამდენი საშინელების მიუხედავად, მაინც ლამაზია და შესანიშნავი...
თუმცაღა მტკივნეული...
ძალიან..
მიმაგრებული სურათი