ახლა გამახსენდა.... ცრემლიც შემომაწვა თქვენ წარმოდგინეთ, მე ამ გულქვა ადამიანს......
არავისთან საერთო რომ არ მქონია, არც სერიოზულად მიფიქრია... გულიც რომ მიტკენია სხვისთვის, და არაფრად ჩამიგდია ეს გრძნობა, ერთ დღესაც გხვდები შენ....
ადამიანს შავი სამოსით, მოკლედ შეჭრილი, ძალიან შავი თმით, და ამ ფერისვე თვალებით...
და მე ... ისე მოვუხდი მაგ შავს,როგორც თეთრი ფერი...
ჩემო გამორჩეულო.......
სიყვარული?!
აი მაშინ,როცა გამომიცხადე, აღარ ვაპირებ შენს დამალვას, მინდა ჩემები გაგაცნო,მინდა იცოდნენ რა მაგარი გოგო მყავსო! შუადღე იყო, სიცხისგან გაწითლებულები ძლივს მივლასლასებდით.. შენ უკნიდან მაწვებოდი აღმართზე, ხელში აყვანაზე უარი გითხარი...
თავიდან შემეშინდა... ზედმეტად ოფიციალური ხომ არ არის, იქნებ მოგვიანებითთქო, მაგრამ ისე მითხარი ,,როგორც გინდაო" გული დამეწვა

ამიტომ წამოგყევი....
თან ვფიქრობდი როგორ დამემალა ეს დაბნეულობა, როცა შენებს შევხვდებოდი... გზაში მამშვიდებდი... მაგრამ მე მაინც პატარა ბავშვივით აწითლებული,შენს სახლში ადგილს ვერ ვპოულობდი, და შენს დამცინავ მზერაზე ვბრაზობდი....
გახსოვს?
მე ყოველი დეტალი მახსოვს...
შენთვის ძვირფასი ადამიანები, თბილად მივიღე და მათგანაც იგივე ვიგრძენი... შენ იამაყე ჩემით.
წამოსვლისას, როცა ღამე კვლავ ფეხით მივიკვლევდით გზას წინ დამიდექი და ხელები გაშალე.
არ ვიცი რამდენი ხანი გეხუტებოდი,არ დამითვლია...
ხშირად მახსენდება..........
და არასდროს ცრემლების გარეშე.