Brockრა რატომ არა გკიდია? ან შენ და ან სხვებს?

რატომ უთმობთ ამდენ დროს სხვების ცხოვრების და არჩეული გზის განხილვას?...
მე პირადად სულ არ მაინტერესებს, ვიღაცა ქართველი გოგო სად რას გააკეთებს... თუ თვითონ ასე უნდა და ასე უკეთ გრძნობს თავს, მე ვინ ჩემი ფეხები ვარ, რომ მისი ცხოვრება განვიხილო?... რაკი ქართველი ვარ, მე უნდა მაბაროს ანგარიში სად რას გააკეთებს და მაკონტროლებინოს ცხოვრება?...
სულ მკიდია კიდევ ვინმე თუ მეძავია... მე ადამიანებს ვყოფ ორ ნაწილად: ხალხი ვინც ვიღაცას რამეს უშავებს და ხალხი ვინც ვიღაცას არაფერს უშავებს...
თუ არავის არაფერს უშავებს, მეძავი იყოს, რაში მაინტერესებს... იმდენი მართლა კაი ტიპი მეძავი ვიცი და იმდენი არაადამიანი "პატიოსანი" რომ მეტი არ შეიძლება... მორალი მხოლოდ სხეული არ არის, ბუნებაა პირველ რიგში...
ვითომ ახლა მაგათზე დარდობთ?... და იმათზე რატომ არა დარდობთ, თბილისის ბორდელებში რომ არიან დასაქმებულები?...
მეორეც, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ყველა მეძავია, ქართველი "კდემამოსილი" დედა-დედაკაცების გარდა... ვინც ოდნავ მაინც განსხვავებულია მათგან...
არადა, არაა ასე... აშკარად...

ასეთ გოგოებს რომ ერეკებით ქვეყნიდან და გაუსაძლის პირობებს უქმნით აქ, რომ ვეღარ რჩებიან და მიდიან, იმიტომაც გრჩებათ მახინჯები... სულით პირველ რიგში... მერე შემოდიხართ აქ და მათზე დაბოღმილები ქართველ ქალებს ლანძღავთ...
ხოდა, არასწორი სტრატეგიაა ეგ...

რბილად რომ ვთქვათ...