დილა მშვიდობისა

კეთილი იყოს ჩემი ფეხი კიარადა, კეთილი ვიყო მე...

ამ თემაში

ჩემს უახლოეს მეგობარს ოპერიაციაზე შეიყვანენ, 15 წუთის წინ ინტუიციამ გამაღვიძა, დავურეკე და ცოტას ვღელავო.
კარგად იყოს <3
და კარგად იყავით სულ სულ ყველა, ბედნიერად, მხიარულად და წარმატებულად
შარშან მე და ქეთი ერთად ვიყავით მესტიაში.
სვანეთი არის "სხვა".

უშგულის ლამარია - IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავად - ფუთა დადეშქელიანი.
პ.ს.
This post has been edited by სუფთა*დაფა on 7 Nov 2014, 11:45