დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა!
ფორუმზე, კონკრეტულად ამ თემაში ვულოცავ
მინდა დიდხანს მყავდეს, ჯანმრთელი. ნაკლები იდარდოს, პრობლემები მოაგვაროს. შვილების და შვილიშვილების ბედნიერებით და წარმატებებით დატკბეს.
კარგი ადამიანია, გულისხმიერი. უთვალავ ადამიანს დახმარებია.
ჩემი ოცნებაა, ის გზა, რომელიც მამაჩემმა გამიკვალა ღირსეულად გავაგრძელო და რაღაცით მაინც გადავუხადო მადლობა მას თავდაუზოგავი შრომისთვის და მზრუნველი მამობისთვის.
აღარ მინდა ეს ნიკი. მოდერატორებს უფლებას ვაძლევ იმოქმედონ

)
თქვენ კი ამას დაგიტოვებთ
პ.ს. ოდეს ტურფა გაიაფდეს...
მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან რომ გაატარო - ეს მხოლოდ მოწონება, სიმპათია, სიყვარული კიარა - უდიდესი შრომაა.
ჩემი მშობლების მაგალითზე - დედაჩემმა მამაჩემი არ მიატოვა განსაცდელის დროს. ის საუკეთესო ცოლია და მას ყოველთვის საუკეთესო ქმარი ჰყავდა.
ვამაყობ მამაჩემით და ვისურვებდი მასავით კარგ ადამიანს შევხვედროდი ცხოვრებაში.
This post has been edited by )*( on 4 Apr 2015, 07:35