ლოტკინზე ცხოვრობდა ერთი ჩემი მეგობარი, ჰოდა მეორე დღეს უცხოეთში მიდიოდა.. დავლიეთ,გამოვთვერით, მოეკიდათ...
(დეჟავუ მქონდა ახლა :X)
არავინ ცდილობდა სიმთვრალის დამალვას ჩემს გარდა, მიუხედავად იმისა,რომ მეც საკმაოდ დალეული ვიყავი, ჩემო თავის ტკივილი, და საშინელი თავბრუსხვევა,მხოლოდ ჩემთვის იყო ცნობილი.
ცუდად ვიყავი,მაგრამ არავის ვახვევდი თავზე, მეგონა გამივლიდა. ფხიზლად ყოფნას ვცდილობდი, იყო რაღაც ხარვეზები,მაგრამ ... ( ჩემს მეგობარს, ვუთხარი ადრე სირად გთვლიდი, რა კაი ტიპი ყოფილხართქო)... იმანაც გაიცინა, არადა სიფხიზლეში ალბათ მკვლელობას ჩაიდენდა

ყველას უჭირდა სიარული,მარტო მე მივდიოდი გამართულად და მხოლოდ მე მეცვა კედები.
ჰოდა გოგოები უნდა გაეცილებინათ ბიჭებს, მე გზა სხვაგან მქონდა, თან მოეჩვენათ რამდნეიმე ნაბიჯს თვითონაც მშვენივრად გადადგამსო, მეც ვუთხარი ამათ მიხედეთ, ამხელა რაღაცეებიდან წაქცევით, კარგი დღე არ დაადგებათთქო, და წამოვედი მარტო სახლში (გმირი

)
არადა ღამეა, 9 საათი, მეც აღარ ვმსახიობობ, ოდნავ შექანებულად მივდივარ, თან ემოციები შემომაწვა, გამახსენდა,რომ ჩემს მეგობარს რამდენიმე წელი ვეღარ ვნახავდი, და ცრემლები წამომივიდა.
ასე სენტიმეტალურ ვითარებაში გააჩერა მანქანამ. ბიჭი მეუბნება, წამო გაგიყვანო. ნუ თავიდან გზა გავაგრძელე ყურადღება არ მიმიქცევია...
მანქანა დამაწია.
შესახვევს ხომ ხედავო?
თავი დავუქნიე... ჰოდა მაგ შესახვევთან,მთვრალი კაცები დგანან, და საქმეებს არჩევენ,თუ გინდა ავლა კიბატონო,თუ არადა დაგეხმარებიო.
ჰოდა ჩავუჯექი.
გავცდით მოსახვევს. არც მთვრალი კაცები არ არიან, და არც ჩხუბია. გავმწარდი, მის ტყუილზე მეტად,ჩემმა სიდებილემ გამაბრაზა.
ვხედავ,უხერხულადაა.
არადა აქ იყვნენო... გამეცინა. ჰო აქ ადრე მეც ვნახე, მფრინავი თეფში თავისი უცხოლპანეტელებითურთქო.
არ მომაქცია ყურადღება,შეანელა, და გვერდიდ გამახედინა.
ხეებთან ასე 15 კაცამდე იდგნენ და რაღაცაზე ჩხუბობდნენ.
არაფერი არ მითქვამს.
გავაჩერებინე და მადლობა გადავუხადე. სახეზე შიში ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი.
,,კეთილი ადამიანებიც არსებობენო", გამიღიმა და წავიდა.
კარგები ხართ ეს ბიჭები ზოგჯერ.
ზოგჯერ.
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"