ადრე კამერაც მეჯვარის საჩალიჩო იყო.
მანქანა.
ჯვრისწერის და ხელისმოწერის ხარჯები.
პატარძლისთვის ბეჭედი.
მათხორებისთვის ხურდები.
და ორი-სამი 20 ლარიანი ზაკაზი მუზიკანტებთან

მოკლედ დედა გქონდა ნატირები.
ვინც არ გევასებოდა, ის უნდა წაგეყვანა მეჯვარედ

ეხლა რეალურად მარტო ჯვრისწერის ხარჯია.
მღვდლები ტრადიციული ხალხია და მაინც მეჯვარეები გაყავთ გვერდზე

2006-ში რო ვიყავი მეჯვარე სამებაში, მასე გაგვიყვანა მამა თეიმურაზმა მეჯვარეები და 50-50 ლარი ჩაგვადებინა სახარებაში თუ ლოცვანის წიგნში აღარ მახსოვს.
ოღონდ სკიდკით იყო ეგ, ჩემი ძმაკაცის დეიდის მოძღვარი იყო მგონი.
ეს მამა თეიმურაზი ეხლაც სამებაშია, დამამახსოვრდა მაგრად

აღდგომს შემდეგი დღეები იყო და მე და ჩემი ძმაკაცი მივედით სამებაში და რო მივესალმეთ, მაგრად დაგვა##ა

ჯერ ერთი გამარჯობა კი არა "ქრისტე აღსდგა"-თი უნდა მომესალმოთო და მერე ჩემ ძმაკაცს მიუბრუნდა და რო გელაპარაკები, ჯიბიდან ამოიღე ხელიო

მაგრად მივჩმორდით, 18-19 წლის ტიპები ვიყავით

ხო და მახსოვს იმის მერე და ვცნობ, რო იჩითება ტელევიზორში

ბოლო ორ მეჯვარეობაზე აღარ იყო უკვე მასე, არაპრესტიჟულ ეკლესიებში ვიყავი და არაძერსკი მღვდლები იყვნენ და სტავკა არ მოუთხოვიათ, არც შესაწირთან დაგვდგომიან თავზე და დავენამუსებინეთ, მართლა ნებაყოფლობითი იყო.
ბავშვის ნათლობებზეც არ მოუთხოვიათ სტავკა.
არც ის უთქვამთ შესაწირში ჩააგდეთო.
მარტო სანთლის და მოწმობის ფულს იხდი, კაპიკებია.
ეგ კი არა ბოლოს ჯვარზე მოვნათლე ბავშვი და ვის ბავშვსაც ვნათლავდი იმ ძმაკაცის ბიძა ბერად აღიკვეცა, მაგრად ვახლობლობდით საერო ცხოვრებაშიც და ეხლაც და იმან გვითხრა მაგარი გაჭირვებული მღვდელია და თუ გაქვთ, მიეცითო.
და რო მორჩა ეს მღვდელი ნათლობას, შეტრიალდა და გაგაზა ეგრევე.
წამოვეწიე და მადლობა და შესაწირს მოგცემთ მეთქი და თავი გაიგიჟა, არ გამომართვა.
რამდენჯერმე ვთხოვე.
ანუ ზოგან ბიზნესად აქვთ გადაქცეული ეკლესია და სტავკები აქვთ და ზოგან კარგი მღვდლები არიან, რომლებიც უანგაროდ ასრულებენ ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას თუ აღებულ ვალდებულებას.
ბევრ გაჭირვებულ მღვდელს ვიცნობ და ასევე ბევრ კაი ფულში მყოფ მამაოს, არაფერს რო არ იკლებენ.
This post has been edited by Frankens†ein on 10 Apr 2018, 20:58
Mens sana in corpore sano...