+1
საკმაოდ რთული თემაა

ვმდგარვარ ფაქტის წინაშე და ასე თუ ისე მეთქმის ერთი-ორი სიტყვა

მე გავუშვითქო არ ვიტყვი,კაცმა რომ თქვას ისე უნდოდა წასვლა,ალბათ არათქო რომ მეთქვა მაინც წავიდოდა

:გულახდილიმე:
მაგ წასვლას არანაირად არ დავუშორებივართ,სკაიპი მშვენიერი საშუალება ყოფილა,დაილოცოს მაგისი გამომგონებელი

ჩამოსვლიდან კარგა ხნის მერე,სულ სხვა მიზეზით გავწყვიტეთ ურთიერთობა.
ეხლა რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას,თერგდალეულები გაიხსენეთ ხალხო

საზღვარგარეთ წასვლა მარტო სწავლისთვის ხომ არაა,ეს რაღაც სხვაა,სხვა გამოცდილებაა,სხვა დამოუკიდებლობა,სხვა ქვეყნის კულტურის გააზრება და მერე მისი შენს კულტურასთან შეფარდების საფუძველზე შენი ქვეყნის ღირებულებების და მანკიერებანის გაგება.საკუთარი თავის უკეთ შეცნობა,დამოუკიდებლობის უნარის გამოწვრთვნა (ნუ ეს საქართველოშიც შეიძლება რათქმაუნდა)
თუმცა ჩემნაირი მშიშარა ადამიანებისთვის რთულია ცოტა,თავის დროზე მე ვერ გავბედე

ვერ ვიტყვი რომ ვნანობ,ჯერ კიდევ წინ მაქვს ცხოვრება.ეხლა ვაპირებ ცოტახნით წასვლას და იმედია გამომივა,ვიჩქარო სანამ არავის აღელვებს ჩემი წასვლა/წამოსვლის საკითხი და სანამ არ მაქვს არანაირი ურთიერთობები

ცხადია,საქართველოშიც შეიძლება კარგი განათლების მიღება (თუმცა აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ რომ გააჩნია ფაკულტეტს,ზოგიერთი ფაკულტეტი მართლა ძალიან სუსტი გვაქვს საქართველოში)
მოკლედ საკამათო თემაა.
ყველა თქვენგანის პოსტში არის რაღაც სიმართლის მარცვალი,გააჩნია რა კუთხით შევხედავთ
This post has been edited by narkozeli on 1 Dec 2014, 23:23