გასწავლის წერას,გასწავლის კითხვას,
მასწავლებელი მშობლის საფასი,
მასწავლებელი არ დაივიწყო
თუნდ რომ გავიდეს წელი ათასი.
ის გზას გინათებს მისივე ცოდნით,
მასწავლებელი გიბნევს შენ წყვდიადს,
ის წვალობს შენთვის,ის შრომობს შენთვის
და გზრდის ერისთვის გმირსა და დიადს.
მისგან ნასწავლი ყოველი სიტყვით
წლები, წლები გაქვს სატარებელი,
და როცა ცოდნა იმძლავრებს შენში,
გაგახსენდება მასწავლებელი.
<3 ^_^