უი ამ ისტორიებზე ერთი რაღაც გამახსენდა.
1-2 წლის წინ ხელფასამდე 4-5 დღე იყო დარჩენილი და რაღაცის საყიდლად მაკლდებოდა 150 ლარი და 50 ლარი ვიშოვე და 100 ვერავის გამოვართვი.
მაშინ ინტერნეტსესხები, ვივუსები და მასეთი საიტები არ იყო გაქაჩული და მარტო მინიკრედიტი ბოგინობდა.
შევავსე 100 ლარი. მოვიდა მესიჯი დაგიმტკიცდათო და ამდენი და ამდენია გადასახდელიო, ანუ რაც პროცენტი იყო 100 ლარზე.
ბარათზე დამიჯდა 200 ლარი. თურმე შეეშალათ და თვის ბოლოს 100 ლარი გადავიხადე პროცენტიანად და ნაჩუქარი გამოუიდათ 70ლარამდე.
დაგვიანებული მადლობა მინიკრედიტს