ბიჭებს გვინდა ზუსტად ის რაც გოგოებს. ყურადღება, სითბო, გრძნობა რომ ვიღაცას ჭირდები
არ ვიცი რა დინამიკა იყო თქვენ შორის, მაგრამ მგონია რომ ის ტიპი აქტიურობდა, ცდილობდა რაღაცის აწყობას და შენ "ზომიერების ფარგლებში" უღიმოდი
ეს არის ძალიან ნერვების მომშლელი, კაი გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში კაცმა უნდა იაქტიუროს თავიდან, მაგრამ როცა რაღაცა აეწყობა, ერთმანეთს ხვდებით და როგორც ჩანს შენც მოგწონს, არაფერი დაშავდება რო მიწერო ხანდახან.
ბოლობოლო რომ დაიკარგა და ერთი კვირა, არ გწერს, არაფერი დაგიშავდება ადგე და privet rogor xar

დაუმესიჯო
ძალიან დამღლელია როცა კაცი ხარ, სამსახურში ი####, სახლში ი####, ათასი რამე კისერზე გკიდია და ურთიერთობა აღმოჩნდება კიდევ ერთი გრუზი რომელიც უნდა ათრიო.
ეგ კაცი გაძლევს სივრცეს რომ გადაწყვიტო რა გინდა, ხოდა თუ გაინტერესებს გაუშვი სიგნალები. დამიჯერე ეგეთი ტიპი ჯობია ვიდრე მაზგაიობი რომელსაც არანაირ მინიშნებას არ აძლევ და მაინც არ გშორდება
მე ზუსტად მაგ პონტში ვარ ეხლა ოღონდ კაცის მხრიდან, არ წამოვიდა ინიციატივა და შევეშვი. რატო უნდა ვიწვალო და ვეხვეწო გაუგებარია ჩემთვის. თუ რამე ინტერესი აქვს ნომერი იცის FB-ზე ვყავარ, ადგეს და მომწეროს, თუ არა და არ მიღირს რა.