ვინ არიან ენერგეტიკული ვამპირები?
ვინ არიან ენერგეტიკული ვამპირები?არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ - სისხლისმწოველ, კლანჭებიან ბოროტ არსებებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
ალბათ შეგინიშნავთ, ზოგ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს მსუბუქად გრძნობ, თითქოს დამატებითი ენერგია გაგიჩნდა. ზოგ ადამიანთან სულ რამდენიმეწუთიანი კონტაქტიც კი თავს დაცარიელებულად გაგრძნობინებს.
ადამიანები ენერგიას ცვლიან. რა თქმა უნდა, ენერგიის რაოდენობა, რომელსაც გასცემთ, ყოველთვის არ შეესაბამება იმ ენერგიას, რომელსაც იღებთ. და ბალანსი ყოველთვის თქვენთვის სასარგებლო არ არის. ბუნებაში უფრო თბილი სხეული ცივ სხეულთან ცვლის თავის სითბურ ენერგიას და ბალანსი თბილის სასარგებლოა, ეს კანონზომიერია, ბუნების კანონია ასეთი.
ერთსა და იმავე ადამიანთან ურთიერთქმედების დროს ჩვენ ხანდახან დონორები ვხდებით, ხან კი - პირიქით. იმ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ გავცემთ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხასიათი, განწყობა, თანამოსაუბრის მიმართ დამოკიდებულება და ბევრი სხვა. ამ მიზეზების მიხედვით ენერგიის რაოდენობა მუდმივი არც თქვენთვის არის და არც თანამოსაუბრისთვის, ამიტომ დონორისა და მიმღების როლი შეიძლება შეიცვალოს კიდეც.
როცა არცერთი მხარე იმაზე არ ზრუნავს (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად), რომ ენერგიათა გაცვლის პროცესი სათავისოდ შეცვალოს, ენერგიის ცვლილება იმდენად მცირეა, რომ თითოეულის შეგრძნებებზე და მდგომარეობაზე არ მოქმედებს, პროცესი ნორმალურია. ყველაფერი თავისთავად ხდება. მაგრამ ხანდახან ერთ-ერთი მხარე ერევა გაცვლა-გამოცვლის პროცესში. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი: გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი ზემოქმედება. გაცნობიერებულად ითვლება მოქმედება, როცა ადამიანი ხვდება, რას აკეთებს, პროცესებს და მის უახლოეს შედეგს მაინც გრძნობს.
იმ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი, როცა ენერგოცვლა არათანასწორად მიმდინარეობს, სხვადასხვა ენერგეტიკული პოტენციალის ადამიანებს შორის ხდება. მოძღვართან ლაპარაკის შემდეგ, თავს მსუბუქად გრძნობ, ამ სიტუაციაში თავად ვართ პატარა "ვამპირების" როლში. მეორე მხრივ, როცა ავადმყოფ, ან ძალიან დაღლილ ადამიანს ვესაუბრებით, სისუსტეს თავად ვგრძნობთ, ის კი უფრო მსუბუქად არის.
გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი თავად ინაზღაურებს დახარჯულ ენერგიას, ამიტომ საშიში არაფერია. თანაც ენერგია, რომელიც კეთილ საქმეში ჩაიდება, ჭარბად ბრუნდება უკან. ასე ემართება ბოროტებასაც.
* * *ვინ არიან ენერგეტიკული ვამპირები?
ენერგოვამპირების ძირითად მასას სწორედ ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც გაუცნობიერებლად მოქმედებენ: ისე, რომ ვერც ხვდებიან, რა ხდება. უბრალოდ, ერთხელ ადამიანი განსაზღვული სახით მოიქცა, შედეგი მოეწონა, ამიტომ იმეორებს სხვადასხვა ვარიაციას და საკუთარი მანიპულაციის მძევალი ხდება.
რამდენიმე ნიშანი, რომლითაც ენერგოვამპირებს ახასიათებენ:
1. ძალიან მგრძნობიარე, თანაც მოსაწყენი და ეგოისტი ადამიანები არიან. თანამოსაუბრის არ ესმით, რადგან სხვისი არც აზრი, არც გრძნობები და არც პრობლემები აწუხებთ.
2. საათობით საუბრობენ ტელეფონით. თანაც რეკავენ ან დილით ადრე, ან გვიან ღამით, როცა ყველას სძინავს. ლაპარაკობენ ჩვეულებრივ ამბებზე, მაგრამ ბოლოს, როცა კონტაქტისგან თავისუფლდები, დაღლილი ხარ და თავს დათრგუნულად გრძნობ.
3. ზოგი ირწმუნება, ენერგოვამპირის გვერდით ტექნიკა ფუჭდება და ყვავილებიც ჭკნებაო.
4. ვამპირებს არ ყვარებიათ ცხელი ჩაი და ყავა, გრილი სასმელი ურჩევნიათ.
5. თავყრილობები უყვართ, დემონსტრაციები, დიდი მაღაზიები. სადაც, სკანდალია, იქ ეძებეთ.
6. ყოველთვის გაღიზიანებენ აწონასწორობას გაკარგვინებენ. ამას გამუდმებით აკეთებენ. კამათის მიზეზი, როგორც წესი, რამე წვრილმანია. მარაგის შევსების ერთ-ერთი საშუალება სხვების თანდასწრებით თანამოსაუბრის შეურაცხყოფაა.
7. ვალს იღებენ, მაგრამ არ აბრუნებენ, ყოველდღე გახსენებენ, “აი, როგორც კი... მაშინვე”.
8. “ვამპირი” ეჭვიანი და შურისმაძიებელია, გამუდმებით გახსენებს თავს: მომაბეზრებელი ვიზიტებით, დერეფანში ყვირილით, მონოტონური ამბებით და ა.შ.
ამ ადამიანებს რამდენიმე ჯგუფად ყოფენ. ყველაზე გამოკვეთილია: მზის, მთვარისა და ხელმძღვანელის ტიპები.
,,მზის” - აქტიური, გამუდმებით კონფლიქტებს ქმნიან. მათი გარკვეული სახეობაა ადამიანი, რომელიც გამუდმებით თავხედობს და ჩხუბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი ამოცანა – თავი იმდენად დაკარგოთ, რომ ემოციებმა დაგძლიონ.
,,მთვარის” ადამიანები – წუწუნა, გამუდმებით რაღაცით უკმაყოფილო, ჩივიან, ტირიან და თანაგრძნობას ითხოვენ.
ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებზეც ამბობენ: ფეთქებადია, მაგრამ გაუვლისო. ხანდახან ასეთი საქციელი ტემპერამენტითაა განპირობებული, მაგრამ ყოველთვის არა. ზოგი მათგანი “ენერგოვამპირების” მესამე კატეგორიას ეკუთვნის. თუ ასეთ ადამიანთან როდესმე გქონიათ ურთიერთობა, შენიშნავდით, როგორ ბადებენ შიშს, შფოთს, დანაშაულის გრძნობას, მერე კი, როცა საუბრიდან სასურველს მიიღებენ, წყნარდებიან და აფეთქება თითქოს არც ყოფილა.
ღირს თუ არა ენერგოვამპირებისგან თავდაცვა? - ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. საქმე ისაა, რომ ჩვენი ენერგეტიკა ყოველთვის სუფთა არაა. მასზე ზემოქმედებენ ჩვენივე ემოციები, აზრები, სურვილები, ავამდყოფობა – ყველაფერი, რაზეც ასე თუ ისე ვრეაგირებთ. გამოდის, რომ ენერგია, რომელსაც “გვართმევენ” მაინცდამაინც შესაშური “შემადგენლობის” არ არის.
როცა წურბელა სისხლს გწოვს, თავს უკეთესად გრძნობ (თუმცა არავინ იცის, როგორ გრძნობენ ამ დროს თავს თავად წურბელები). იგივე ემართება ენერგიასაც. როცა ნეგატიურ ენერგიას “გწოვენ”, ადამიანის მადლიერი უნდა დარჩე, ისეთსავე სამსახურს გიწევს, როგორსაც წურბელა. თუმცა სიჭარბე აქაც, როგორც წურბელების შემთხვევაში, გავნებთ.
იმის შიშს, რომ ენერგიას წაართმევენ, იმაზე მეტი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის, ვიდრე თავად – დანაკარგს. ამიტომ კუთხეში დამალვა და გარესამყაროსთან კონტაქტის გაწყვეტა უაზრობაა. უმრავლეს შემთხვევაში, არავინ მოგცემთ იმის რეცეპტს, როგორ უნდა მოიქცე, როცა ენერგიას გართმევენ. რადგან თვითონ ამ პროცესზე თვალის ახელა, მისი გაგება, ადამიანის მოქმედების გაცნობიერება მომხდარზე თქვენს რეაქციას შეცვლის და მეტად თავშეკავებული გახდებით, ვიდრე ადრე იყავით.
სწორედ თქვენი გაწონასწორებული რეაქცია განსაზღვრავს იმასაც, რამდენად გავნებენ ვამპირები და რამდენად "გემრიელი ლუკმა" აღმოჩნდებით მათთვის...
http://eva.ge/urtiertobebi/284-mec-vampiri...ikuli-vampirebi
ჯერ დაგუგლე და ფორუმზე მერე იკითხეო.