ამ განყოფილების წლის, წინა წლების და ყველა მომდევნო წლების იუზერი არის ცირკუსი.
ავხსნი რატომ. ვინც უკვე არ მეთანხმებით პეპელა და ვაზელინა პოსტებს გაეკიდეთ, მაინც აზრი არ აქვს გაგრძელებას.
ჯერ წვრილმანი და უცებ სახსენებელი პარამეტრები: უსმენს გემოვნებიან მუსიკას, რომლის უმეტესი ნაწილი მეც მევასება;
უყურებს კარგ კინოს (ნუ აქა-იქ ორიოდ ისეთი ფილმი გონია კინოს შედევრი, რო არ უნდა ეგონოს, მაგრამ ეგ არაფერია);
ევასება კარგი ლიტერატურა, ბევრ რამეში აქაც ვიზიარებ მის გემოვნებას;
უმეტესწილად სწორი პოზიცია აქვს პოლიტ-სოციალურ საკითხებზე (თუმც ზოგჯერ ოდნავ აგრესიული ნიჰილიზმი ძალავს).
ახლა ძირითადები:
არ პოსტავს იმიჯისთვის და გამორჩენისთვის.
დიდი შოტით ლყეზე კიდია ვის ევასება და ვის არა.
როცა უნდა და მუღამი აქვს აქტიურობს, როცა უნდა დაიკარგები რაღაც პერიოდი,
არც მოთხოვნილება აქვს აქაურობის, არც მიჯაჭვულობა, თუ უნდა თვეში ერთხელ დაპოსტავს,
თუ უნდა დღეში ოცჯერ, აქტიურობის ერთი ობრაზი არ აქვს მუდმივად.
წლების მანძილზე არის მეტ-ნაკლებად ერთნაირი ტიპაჟი, ანუ მისთვის ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედები,
პრინციპები და მოცემულობა არ იცვლება და არ გავს იმ სასტავს _ ორიოდ თვის ან გინდ წლის რეგისტრაციის,
რამდენიმე ჩხუბის, კინკილა წარუმატებელი „ურთიერთობების“ მერე რომ ისე იცვლებიან, იკეტებიან, სერიოზულდებიან,
„იზრდებიან“, ძერსკდებიან, რომ პირველი და ბოლო პოსტები რომ შეადარო ვერც დაიჯერებ იგივე იუზერია თუ არა.
არავის არ ეფარისევლება, არ შედის ინტრიგებში, არ ჭორაობს ბევრი სხვასავით. თუ ვინმეს ეპრანჭება ან კერავს,
შორიდან არ უვლის და პირდაპირ ეუბნება ოლლში. შეუძლია მარტივად და ცოტათიც კი „ამოიცნოს სწორი ქალი“ და
ზემოთნახსენებ პირდაპირობის ტაქტიკას უპრობლემოდ განახორციელებს. არ შედის კონფლიქტებში, არავის არ ეშპილკავება,
შეუძლია მარტივად დაიკიდოს კაჩავისტი და პრობლემური წვრილფეხობა იუზერები; აი აქაური ტიპების ნახევარზე მეტი ხო
მეტნაკლებად ის კატეგორიაა _ რო რეგისტრირდებიან და მოდიან ხმაურით, იგინებიან, ყველას უკბინავებენ
(ჯერ არავინ იცნობს და პრობლემა არაა), ადგილის უკეთ დასამკვიდრებლად პირდაპირ მიზანში იღებენ ავტორიტეტიან იუზერებს
(და ერთ–ერთი ასეთი ხშირად ცირკუსაა) და ეგრევე გადადიან შეტევაზე წიპა „შე დემაგოგო, ყალბო, ნიღბიანო, ისეთო, ასეთო“.
ცოტა ხანში კი ამ აუცილებელი გზის გავლის შემდეგ ესეთი ტიპები იწყებენ ყველა განყში მიდებ-მოდებას, მოდიან ხოდზე,
ერევიან მარაქაში, ნახსენებ ნიღაბს კომფორტულად ირგებენ და ხდებიან „ფორუმელი კაი ტიპები“ )) მათთან ერთად იცვლება
და ძერსკდება მათი ავატარები, სიგნიჩები, პოსტების ხელწერა, აფდეითდება სანაცნობო და ა.შ.
ცოტა ხანში უკვე იმათ უკორექტირებენ პოსტებს და ეკამათებიან, ვისი ფანებიც იყვნენ ადრე :დ
ღიმილის მომგვრელია როცა გეშპილკავება ტიპი, რომელზეც რამდენიმე გოგოს აქვს მონაწერი თუ რა ლყეა, რა ფორმით ჩალიჩობს და ა.შ.
მაგრამ რას იზამ. შორს წავედი, და აი ასეთ ტიპებს იმ პირველივე შეტევისას სხვა თუ მაგალითად ცოტა ხანს მოუთმენს,
მაგრამ შეიძლება მერე ამოასხას და დედის ღაწვები აგინოს, ცირკუსა ეტყვის ორ ჯადოსნურ სიტყვუკას „ოკ, პკ“...
და ამით ყველაფერი დამთავრდება. ეს პოხუიზმის ის საჭირო ლეველია, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს ადამიანს,
მითუმეტეს ასეთ გარემოცვაში. ხოდა რატომ დავახასაითე ის ტიპები ასე დაწვრილებით: ზემოთნახსენები იუზერების საპირწონედ
ცირკუსას წლების მანძილზე აქვს თითქმის სულ ერთი ავატარი, სიგნიჩა, სტილი, ურთიერთობები და ფორმები :ყეს:
პოსტავს მეტ-ნაკლებად ყველგან სადაც შეიძლება და აზრი აქვს. საჭიროების დონეზე აინტერესებს პოლიტიკაც (როგორც კაცს უნდა
აინტერესებდეს), უფრო ზუსტად კი საზოგადოება და ის თუ რა ხდება ქვეყანაში (რაც გამორიცხავს იმ მითს, რასაც ხშირად აბრალებენ,
რომ "არ უყვარს ეს ქვეყანა და ხალხი და ლყეზე კიდია ყველაფერი და ვაფშემ ქართველია ეეეგ?" :მად: ).
ზოგიერთგან ვერც პოლიტ საკითხებში ვეთანხმები
აქვს შესაშური ფანტაზია, აქაურების დატროლვის მაღალი ლეველი ჯერ კიდევ ოდითგანვე და არა ახლა,
რაც ტროლინგი მოდა გახდა. აქვს კარგი იუმორი, მით უფრო შავი.
არ აინტერესებს კონკრეტული ავტორიტეტები, თითქმის არასდროს პოსტავს ყველაზე საყვარლების, ჭკვიანების,
სიმპოების და ა.შ თემებში. მიუხედავად პროგრესული და ლიბერალური შეხედულებებისა, არ ახასიათებს ზედმეტები და
საზღვრები სწორად აქვს დაწესებული, სადაც საჭიროა აქვს ტრადიციული (დადებითი რაცაა) შეხედულებაც.
ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
არ მიეკუთვნება პირშაქარა და ყველასთან კაიტიპა იუზერების ყალბ კატეგორიას,
უბრალოდ ვინც არ მოწონს მათთან კონფლიქტის ნაცვლად ერიდება ამ ხალხს და არის თავისთვის.
ხოდა დიდხანს იყოს
დავიღალე, კიდე ბევრს დავწერდი,
მაგრამ რა პონტია, მაინც კაცები ვართ სიმონ

კაროჩე, წყალნი წავლენ და წამოვლენ
ცირკუსა დარჩება