ნეტა ვინმემ თუ დაამუღამა ))
მაგრამ ამის ფონზე დაგრუზვა არ არის მართებული... საკუთარი თავისთვის ).... პოზიტივი ეძებე და როგორც კი დაინახავ დაიჭირე, რომ კარგად დაიმუხტო ) .....
აი,გუშინ...საღამოს ცოტა სხვა გეგმები მქონდა....
ველოდი 6 საათს,რომ გამოვქცეულიყავი ...
მერე გადავწყვიტე 10 წთ-თ რაღაცებს დავალაგებ რომ აღარ დამირეკონ და ეგაა-მეთქი....
ამ დროს დამადგა ისეთი ხალხი რაღაც თხოვნით,რომ უარი არ ითქმოდა.....
10-ს წუთები იყო ქურთუკი რომ მოვიხურე....... მთელი გეგმები წყალში ჩამეყარა... დაჟე ხალხი გავანაწყენე, რომ ტლ-საც არ გავეკარე გასაფრთხილებლად... მოვითენთე და მუსიკა ხმამაღალზე ჩავრთე,რომ გზად არ დამძინებოდა.... წესით მოშხამული უნდა ვიყოფილიყავი......
მერე დავფიქრდი,რომ ნაკლებ საცობში მომიწია სიარული... რომ ღამით ზამთრის სუსხი მეტად იგრძნობა და გეახალწლება ამ დროს... მერე თბილისის საახალწლოდ მორთულობის მცდელობბსაც შევხედე და გამეღიმა... დადიანის ქუჩაც კი ნაკლებად გადათხრილი მომეჩვენა შუაღამის სიცარიელეში.... დაჟე იოლიც ღია იყო და დილით მოწონებული ალუბლის მაფინიც კი ვიყიდე და ჭამისას ისევ გამეღიმა

....
და მაინც, ისიც კი მესიამოვნა, რომ იმ ღამით ვიღაცას ძალიან დავეხმარე..მერე რა,რომ მე ყველაფერი გამიფუჭდა )
ესეც ჩემი ნაძალადევი პოზიტივი

თუ გადმოვეცი ამ პოსტით რისი თქმაც მინდოდა, ხო კარგი,,,თუ არადა დამატეხოს უნდა კაცმა თითები ტყუილად ამდენი წერისთვის
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...