Limpopo5ეხლა მისმინე

მე რა უნდა გირჩიო ისეთი, რაც შენ უკეთ არ გეცოდინება.
უბრალოდ შემიძლია ჩემზე მოგიყვე, რამაც შეიძლება შენ პონტში დასკვნის გამოტანაში დაგეხმაროს, არა?!
ჰოდა მე პირადად, აი... ნუ.. სიყვარულით ბევრი არ მყვარებია.
მაგრამ გაიხსენებ მათ ვინც მიყვარდა და პლიუს ვისთანაც ურთიერთობა მქონია და ურთიერთობა მსიამოვნებდა.
წინასწარ მოვილაპარაკოთ, ვისთანაც სექსი მაინტერესებდა მხოლოდ, ხშირად თავში არც ჩამიხედავს რა უყრია მეთქი და ეხლა ეგ კატეგორია ჩვენ არ გვაინტერესებს.
მოკლედ.
ყველა ის გოგო/ქალი გამოირჩეოდა იმით, რომ ან ჭკვიანი იყო, ან ძალიან ჭკვიანი.
მარტო ერთი იყო (მიყვარდა თავდავიწყებით), რომელზეც ვფიქრობდი, ეს რატომ მიყვარს მეთქი.
არ იყო სულელი. უბრალოდ ჭკვიანი არ იყო. უბრალოდ, მართლა ძალიან ჩემს "ჩრდილში ექცეოდა", რაც უაღრესად მაწუხებდა. არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს ამის გამო.
ვერ ვურთიერთობ გოგოსთან, თუ ის ჭკვიანი არაა. და ის ფაქტი, რომ ჭკვიანია, ძალიან მახარებს ხოლმე. სასიამოვნოა ჭკვიან ადამიანთან ურთიერთობა.
არასდროს მიფიქრია ის უფრო ჭკვიანია თუ არათქო. "უფრო ჭკვიანი" ცოტა ისეთი პონტია... ძნელი დასადგენია.
IQ კოეფიციენტზე თუ ვისაუბრებთ, 14 წლის რომ ვიყავი, ნევროლოგიის ინსტიტუტში (სანზონაში) ჩამიტარეს იქაურმა ფსიქოლოგებმა ტესტი და ნუ ეხლა ზუსტად არ მახსოვს შკალაში სად ავარტყი თავი. მახსოვს, რომ ყოველ რამდენიმე ასულ ათასში ერთ ადამიანს ექნებოდა ჩემხელა ან ჩემზე უფრო მაღალი კოეფიციენტი. ანუ საქართველოში სადღაც პირველ ათეულებში გავდიოდი.
იმის თქმა მინდა, რომ ვინმეს (მით უმეტეს ქალის) ჩემზე უფრო მაღალი IQ-ს ქონის შესაძლებლობა არცთუ ისე მაღალია.
მაგრამ აი ამას საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
არა, საერთოდ როგორ არ აქვს

.
მაგრამ ყოფილა, გოგოს ისეთი რამე მოუფიქრებია, ან ახსნა მოუნახავს, გავოცებულვარ, მე რატომ ვერ მივხვდი მეთქი.
და მხოლოდ სიამაყე მიგრძვნია, რომ ის ადამიანი ჩემია.
მარტო აიქიუში და ერუდიციაში არაა საქმე. არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობაც.
ინტელექტს თან უნდა ერთვოდეს ადეკვატურობაც, გარემოს/მოვლენების სწორად აღქმის უნარი.
ყოველთვის მაკომპლექსებდა ის, ვარ თუ არა საკმარისად ადეკვატური და ჩემს ადეკვატურობაში როცა ეჭვი შემიტანია, ძალიან ცუდ გუნებაზე დავმდგარვარ.
არ დაგავიწყდეს, რომ პოლიტიკის განყოფილების მოდერატორი ვარ

.
და, თავმდაბლობის დედაც ვატირე, ძალიან კარგი მოდერატორი.

და როცა ადეკვატურ ქალს ვხვდები, სიამოვნებით მაკანკალებს

.
აი სულელთან რა მჭირს ხოლმე იცი?
მაგალითად ამ ერთი კვირის წინ თბილისიდან კიევში მივფრინავდი.
თვითმფრინავში დამემგზავრა ვიღაცა ქალი, რომელთანაც მოხდა ისე, რომ საუბარს შევყევით.
თავიდანვე ეტყობოდა რაც იყო, მაგრამ.. ნუ ტელეფონზე მკითხა რაღაცა, ინტერნეტი როგორ გავუთიშო ჩემს ტელეფონსო. ჰქონდა აიფონ 6. მეთქი შემოგევლე, აიფონის აზრზე არ ვარ. შენი ტელეფონი გალაქსი ს5 არისო (ხელში მეჭირა), მეთქი არა გალაქსი ს4-ია. აი მე ვარჩევდი ს5 მეყიდა თუ აიფონ 6-იო. მეთქი ს5-იც მაქვს სახლში და დამიჯერე, ძალიან კარგი რამაა. თან ვეძებ ამის მობილურში ინტერნეტს, მაგრამ აიფონის გარტყმაში არ ვარ. ამ ძებნაში დავიწყეთ იმაზე საუბარი, როგორ აფრინდებოდა თვითმფრინავი, რადგან ძელიერი ქარი იყო. ჰო აზრზე ხარ რა... ლაპარაკ-ლაპარაკში შევყევით და გამოგვივიდა ისეთი საუბარი, რომ ვეღარ შევაწყვიტე, სანამ არ დავაძინე ბლიად ბოლომდე... ნუ თან აფრენისას ცოტა დამშვიდება დასჭირდა და მე როგორც ჯენტლმენმა თავი გამოვიდე...
მოკლედ ამ ქალმა აპათიაში ჩამაგდო. ისეთი სულელი იყო, რომ ჩემს ჭკუაში შემეპარა ეჭვი. მეთქი ბლიად, აი ასეთ რომ სერიოზულად საუბარს (ნებისმიერ საკითხზე) დაუწყებ, ამის გამო თვითონ რა სულელი უნდა იყო.
ის ქალი აი მართლა ისეთი სულელი იყო, ლამის თვითმფრინავიდან გადმოვისროლე (ნუ რა თქმა უნდა არაფერი მიგრძნობინებია და ბოლომდე უსათნოესი ღიმილით ვესაუბრებოდი და უდიდესი მოთმინებით ვცემდი პასუხს მის კრეტინულ კითხვებს).
თავი დავანებოთ ქალებს.
ჩემთან მარბურგში იყო ერთი ბიჭი, ჩემი უმცროსი ძმა და მეგობარი. იურიდიულზე მასტერი გააკეთა და წამოვიდა ისევ საქართველოში.
მართლა ჭკვიანი და განათლებული ბიჭი. გამოცდებზე რეკორდულად მაღალი ქულები აიღო. მაგხელა ქულა ჯერ არავის აუღია აქ. და მანდ, საქართველოსიც ეროვნულ გამოცდებზე 18-ე იყო საერთო რეიტინგში თუ რაღაცა მასეთი. ჰოდა ამ ქართველ სტუდენტს, როგორც ნებისმიერ ქართველ სტუდენტს სტიპენდია არ ჰყოფნიდა და ჩემთან ვამუშავებდი ხოლმე. ანუ ხშირად მქონდა მასთან კონტაქტი. ყოფილა მის სამუშაო ადგილას მივსულვარ, ან უბრალოდ მოსაკითხად - ჰა აბა რას შვრები, ან საქმის გამო და მასთან საათობით დავრჩენილვარ, საუბარს შეყოლილი. გვისაუბრია რა ვიცი... ყველაფერზე.
და ყველაზე მეტად რა მომწონდა მასთან საუბარში იცი? ვიცოდი, ზუსტად ხვდებოდა იმას, რისი თქმა მინდოდა. არ მჭირდებოდა ხელახალი განმარტება. უბრალოდ სიამოვნება იყო მასთან ურთიერთობა.
არა მგონია იგივე ვარიანტს გოგოსთან, ჩემთვის რამე უსიამოვნო განცდა აღეძრა.
მართლა მსიამოვნებს ჭკვიან გოგოსთან (ნებისმიერი სტატუსით) ურთიერთობა და ეს გოგო თუ ჩემია, მითუმეტეს ორმაგად მსიამოვნებს.
მეც ლიდერი ვარ ურთიერთობაში. საერთოდ, ნებისმიერ ურთიერთობაში ლიდერი ვარ. მესმის რასაც ამბობ შენ. მაგრამ უფრო ჭკვიანი არაა აუცილებელი ლიდერი იყოს. მართალია სულელი ლიდერი ცუდია, მაგრამ ლიდერობას სხვაზე უფრო დიდი ჭკუა არ უნდა. ისიც ლიდერობაა, სხვის უფრო ჭკვიანურ ვარიანტს რომ დაეთანხმები

.
დღეს ძალიან უსაქმური ვარ

ხვალისთვის წასასვლელად ჩავიბარგე და ეხლა არ ვიცი რა ვაკეთო.
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი