mashaანუ ?
როცა სისტემატიური ხასიათი აქვს ნევროზის გამოვლინებებს და ცოფებს ყრის ყოველ საღამოს - ეგ უკვე ფსიქიატრის საქმეა და არა ფსიქოლოგის..
მე როცა რაღაცა ძალიან მაწუხებს და ვერ ვიტევ უარყოფით ემოციებს (რაც ძალიან იშვიათად ხდება) 1 ჭურჭელის დამტვრევა ალბათ მიშველიდა...
მაგრამ ვცდილობ ის უარყოფითი დადებითად გადავაქციო...
ისტერიკებში ცხოვრებაში არ ჩავვარდნილვარ და საერთოდ რაც უფრო რთულად და ცუდადაა საქმე მე უფრო მშვიდად ვარ...
მომენტალურ, მოულოდნელ სიტუაციებში ვავლენ ფიცხ ხასიათს... ხო, და უსამართლობაზე კაიფისტკასი არ იყოს მეკეტება და ყველაფერზე ვარ წამსვლელი
ბებიას ქონდა ბიოდენები, მაცივარს ხელისგულებს რომ დაადებდა სადაც გაწევდა იქეთ მიყვებოდა...
იცი ეს რამხელა ენერგიაა ? ამას არ ხარჯავდა და ცუდად იმოქმედა ჯანმრთელობაზე
ეს სამყარო დადებითი და უარყოფითი ენერგიების მუდმივი მოძრაობაა, გაცემა-მიღებაა... როცა რაღაც უარყოფითი/დადებითი გიგროვდება - უნდა გამოუშვა,არცერთის შენახვა კარგს არაფერს მოგიტანს... ხელი არ უნდა შეუშალო დაცლაში...
კაიფისტკას (რას გადაგეკიდე

) რომ ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებს და ის თავზე ამხობს ყველაფერს სწორად იქცევა, შორიდან ვერაფერს უზამს და ასე გამოხატავს აგრესიას იმის გამო რომ უსამართლოდ ექცევიან... თუ უნდა დიეზების მეტი არაფერი დაუწერია, მე თუ არ მსიამოვნებს - არ წავიკითხავ და მორჩა... სიტყვით კი არ გამოვალ - რა უტაქტობაა როცა დიეზებით გავსებულ პოსტებს წერთ - ქალს ეს არ ეკადრებაო... ნუ აქ კიდევ ისე ხდება 1 იუზერი მეორეს ააგდებს რაღაც ისეთზე რაც მხოლოდ იმ ორმა იცის და წყობიდან ისე გამოყავს გინების იქეთ სხვა გზას არ უტოვებს... ორივე ცლის უარყოფით ენერგიას... არ მოგწონს? - ნუ კითხულობ...
არ მახსოვს ვისი სიტყვებია მაგრამ : ადამიანი რასაც არ უნდა ამბობდეს ყოველთვის საკუთარ თავზე საუბრობსო...
სხვაზე ცუდს რომ ამბობთ ხაზს უსვამთ იმას რომ თქვენ ხართ კარგები...
აქედან ყველაფერი ჩანს ვინ რას წარმოადგენთ, მილიონჯერ მითქვამს ალბათ
ფორუმი იმიტომ მომწონს რომ 99% გულწრფელია... ადამიანის რეალურ სახეს რომ განახებს მიუხედავად იმისა რომ თამაშობს აი ესაა საინტერესო "ფენომენი"

და ხო, ყველაზე დიდი ღადაობა ფორუმზე: რაღაც კატეგორიას ასახელებ (ფორუმელებს) ასე რატომ შვებითო, ასეო, ისეო და მერე რომ გამოვა ის ვინც მათ სიაში გრძნობს თავს - არა შენ არაო, შენ იხდენო
This post has been edited by ТЕА on 5 Jan 2015, 14:44