mashaსხვათაშორის ეგ ნორმაა საქართველოში. იმდენი იკეთებს ცხვირის ოპერაციას რომ ძალიან ბევრის შურთ.
მე მეკითხებოდნენ რომელმა ქირურგმა გაგიკეთაო, რა კარგი ნამუშევარიაო და ა.შ.

არადა ბავშობიდან ეგეთი ცხვირი მაქვს, დიდ ბაბუას ვგავარ მგონი ცხივრში მაგრამ დარწმუნებული არ ვარ სანამ არ ვნახავ ბებიის შთამომავლობას ერთ-ერთის, დედაჩემსას კურნოსა აქვს და დაჟე უფრო ლამაზი ცხვირი და მამაჩემს მთლად კურნოსა არ აქვს პატარა ლამაზი ცხვირი აქვს იმასაც.
მოკლედ დიდ ცხივრა არავინ არ მყავს შორეულ წინაპრებშიც კი.
და ისე კურნოსა ცხვირი სულაც არა აყოველთვის კარგი. აი ფილმებში სწორი და გრძელი ცხვირები აქვთ იმიტომ რომ ეკრანზე და ისეც უფრო ლამზად ჩანს სწორი და გრძელი.
iakhsariმინდა გითხრა რომ არ ერკვევი კარგად მაგ საკითხებში. ლაზების გენი სულ სხვა გენია რომ იცოდე. აგერ სტატია ციტატებს დაგიდებ და ისეც ჩაუჯექი თუ გინდა წაიკითხე. შენითაც მოიძიე ინტერნეტში, ამაზე დევს ბევრი ინფორმაცია.
"– დღევანდელი ქართველები ვისი შთამომავლები ვართ? ვინ არის ის პირველი მამაკაცი თუ მამაკაცები, რომელთა გენებმა დღევანდელობამდე მოაღწია?
– ქართველებს შორის, ძირითადად, გავრცელებულია რამდენიმე ჰაპლოჯგუფი, ჰაპლოჯგუფი არის გენების ერთობლიობა, რომლებიც პირობითადაა დაჯგუფებული და ერთი კონკრეტული ადამიანიდან მოდის რამდენიმე ათეული ათასობით წლების წინათ. ქართველებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე დომინანტი ჰაპლოჯგუფი და მათ შორის ყველაზე ძველს პირობითად ეწოდება J2a*, რომელიც, დაახლოებით, 12 000 წლის წინანდელია და როგორც ჩანს, ეს იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც ანატოლიიდან მოაღწია კავკასიაში და პირველი დამკვიდრდა აქ. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ენაზე ლაპარაკობდნენ, ვინ იყვნენ. ამას გაარკვევს არქეოლოგიური კვლევები. ამის შემდეგ მოდის R1b1a2 ჰაპლოჯგუფი, ასევე, გავრცელებულია G2a3b ჰაპლოჯგუფი, G2a1a, J2*. ესენი არიან დომინანტი და უძველესი ჰაპლოჯგუფები. როდესაც გენეალოგიურ ხეს ადგენენ, ჩვენ ცალკე შტოზე ვხვდებით. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ყველა ეს ჰაპლოჯგუფი ძალიან ადრე მოვიდა კავკასიაში და შემდგომ ქართველების ეთნოგენეზში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ G2 არის პროტოქართველი, მაგრამ, რადგან ცხოვრობდნენ კავკასიის ტერიტორიაზე მრავალი ათასი წლის განმავლობაში, სწორედ მათ მიიღეს მონაწილეობა ქართველების, როგორც ერის ჩამოყალიბების პროცესში. ამას გარდა არის კიდევ რამდენიმე მინორული ჰაპლოჯგუფი."
იმედია იცი ანატოლია სად არის.
ეს ლაზების გენეტიკა რომ გაინტერესებდა
" – მინორული?
– ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ისტორიულ დროში მოსული. მაგალითად, ჩემი ჰაპლოჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, მესხებთან ერთად მოვიდა, დაახლოებით, 2 800 წლის წინათ, იმიტომ რომ ბალკანური წარმომავლობისაა, ასევე, არის L1b ჰაპლოჯგუფი, გავრცელებული ლაზებში, რომელიც, ასევე, გვხვდება მეგრელებსა და სვანებში."
ეს იმაზე როგორ გადაგვაჯიშეს თურმე ქართველები
"– ჩვენ არაერთი დამპყრობელი გადავიტანეთ და ომი გულისხმობდა გაუპატიურებებსაც. იკითხება ჩვენს დნმ-ში არაბების, მონღოლების, სპარსელების, თურქების კვალი?
– საოცარია, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. ცნობილია მონღოლების კვალი, ანუ მათი ჰაპლოჯგუფი, რომელიც გვხვდება აზერბაიჯანელებში, მაგრამ ქართველებში ერთიც არ არის, არც თურქების. შესაძლოა, როგორც გადმოცემები ამბობს, გაუპატიურების შემთხვევაში ქართველი ქალები თავს იკლავდნენ ან თუ ამის შედეგად ბიჭი იბადებოდა, თითქოს მასაც კლავდნენ. ასეა თუ ისე, კვალი არ ჩანს წამლადაც კი. კვლევები გრძელდება და რაც მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით მეტ ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი წარმომავლობის შესახებ."
http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=268442346აგერ მტელი სტატია. გენეტიკა როგორც მაშა იტყვის მართლაც კარგი რამეა
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123