mashaკი. წყალი

...............................................
ძალიან კარგი მეგობარი მყავს ერთი, ლელა.
ჭკვიანი, ლამაზი, ერთგული...
ტანსაცმლის დიზაინერია, მაგრამ არ მუშაობს. დიასახლისობს - არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ქმარი და უსაყვარლესი დემეტრე ჰყავს.
კრეატიული ადამიანია, სულ რაღაც თემატურ შეკრებებს აწყობს დედამისის სახლში, ვეძისში და ყველას გვეპატიჟება.
ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით, მოგზაურობებში, ჩემი ბავშვობის მეგობრის კლასელია.
ძალიან კარგად ვუგებთ და ვეწყობით.
მორიელია.
გუშინ ვიყავით ამ საერთო მეგობრის, ჩვენი თეოს დაბადების დღეზე.
ძაან გავერთეთ, "ძევჩატნიკი" გვქონდა.
თავისი პატარა ინციდენტებით - "ჩანგალზე" თუ კიდე ვინმე სადმე დადიოდა, არ მეგონა

შემოიჭრა უბნელი ანჯაფარიძე, განგრეულ კაიFში. ერთ-ერთ გოგოს აეკიდა და მოჰყვა, ქმრის მეზობელიაო და შემეშინდა/მეუხერხულაო, რომ მკითხა სად მიდიხაო.
კაი...
იუბილარი შეიშალა, ძლივს დავაწყნარეთ - არ ჩავაშხამებინებ ამას დაბადების დღესო.
უპატიოსნესი გოგოა. ქალიშვილი. ნუ, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ეს მისი არჩევანია. დიდია, უკვე.
დაურეკეს ბიჭებს და 20 წუთში ააორთქლეს იქიდან.
დაიძაბა სიტუაცია, ნუ, მერე გალაითდა...
მაგრამ მანამდე
მე მივესალმე და გავერიდე , ვაფშე არ მქონდა იმ ტიპის დარდი, ჩემი ქეთი ისევ კლინიკაში დააწვინეს, ხოდა უთქვამს ის "ძერსკი გოგო" ვინ იყო, კეპკიანიო
ბერეტი მეხურა

მერე - ჩემ ბიძაშვილს გამოეცნაურა, მეო თავადიშვილი ვარ, ვიღაც არ გეგონოო.
ცოლიც ჰქოლია საცოდავს და შვილებიც.
რომ მიჰყავდათ, უტირია კიბეზე - არ მეგონა, ასე ცუდად თუ შემხვდებოდნენო.
თურმე 2 დღის წინ ძაღლი მოუკვდა და სახლში ვერ შეიყვანეს, ასე დადის, ქუჩა-ქუჩა

თეოსთან ღამის 2 საათამდე ვიყავით, ნუ, მე, რა თქმა უნდა, დავშოკე საზოგადოება, ჩემი ტექსტებით....

მე და ლელამ ვისაუბრეთ მოგვიანებით და მივედით ერთ აზრამდე - საქართველოს აქვს ჯადო, მოჯადოებულია და რატომ : აქ არაფერი არ რჩება წარსულში, ადამიანებს სულ ახსოვთ , ყოველთვის, ყველაფერი...
ალბათ, ამიტოა, გვიჭირს რაღაცეების "გადახარშვა" და წრეზე ვმოძრაობთ.
მე გავარღვიე ეს წრე, მეტ-ნაკლებად
და ვამაყობ

მიხარია, ამას რომ ვაცნობიერებ.
ყველა ადამიანს ვუსურვებ შინაგან წონასწორობას და სიმტკიცეს, მაგრამ არა ბოღმას.
საშინელებაა ბოღმა/შური, ადამიანს ანგრევს.
ალბათ არა, ზუსტად ვიცი, ამაში ღმერთის რწმენა დამეხმარა...
This post has been edited by კაქტუსი on 16 Jan 2015, 16:50