#44190660 · 31 Mar 2015, 10:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ninikoniniko-eqimi @ 31 Mar 2015, 00:59 ) | მოკლედ ამ ადამიანს პრობლემები აქვს .თავს ცუდად გრძნობს ,ფიზიკურად კი არა ,როგორ ვთქვა სულიერად და ახლა ჩემგან ერტი ბეწო სითბო ყველაზე მეტად გააბედნიერებს..
ურჩხული არ ვარ,მარტლა ძალიან ვწუხვარ მარტლა ძალიან მინდა რომ კარგად ჰქონდეს ყველაფერი. მაგრამ მინდა რომ ''ტვირთი'' მოვიშორო ანუ ურტიერტობა აღარაა და უბრალოდ ახლა გარიდება მინდა ამ ადამიანისგან,მისი პრობლემებისგან ანუ უნდა ვითამაშო და ვიყო ძალით ...მის გვერდით,არადა არ მინდა და ვაიძულო თავი? და მარტლა მაწუხებს სინანული და სინდისის ქეჯნა... თუ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში და როგორ ვთქვა მორალური ''ბორკილები''რამდენად მოუხვევიათ თავს ყოფილებს?? და რა უნდა ქნა ასეთ დროს? |
გრძნობს, რომ გინდა გარიდება, გათავისუფლება ამ "ტვირთისგან", ამიტომ მთელი ძალით გებღაუჭება და მანიპულირებს მორალური ღირებულებებით, შეიძლება თავისდა უნებურად. მოუსპე მას მანიპულაციის საშუალება. სიტუაცია, რომ "მას სჭირდება შენი სითბო", შეცვალე სიტუაციით, რომ "შენ გჭირდება ის როგორც მეგობარი". თუ მისი ჯანმრთელობა ამის საშუალებას იძლევა, მოახვიე მას თავს შენი პრობლემები. იყავი მეგობრული, მაგრამ ნუ შეიცოდებ. იმისათვის, რომ ეს შეძლო და საკუთარ თავს არ აიძულო, გაიხსენე ყველაფერი ის, რაც მასში მოგწონდა ერთ დროს, ანუ ფსიქოლოგიურად პოზიტიურად განეწყვე მისდამი, რომ ნაკლებად დაიგრუზო. მაგრამ ნუ ითამაშებ და ნურაფერს აიძულებ საკუთარ თავს. მან უნდა დაკარგოს შენი წასვლის შიში და შესაბამისად შეეშვას მანიპულირებას.
--------------------
Es war ein, verzweifelter Versuch gewesen, das Schicksal zu bestechen.
|