სასურველი, ალბათ იმას ნიშნავს, რომ დადებითად ზემოქმედებდე გარშემომყოფებზე. ზემოქმედება შეიძლება უარყოფითიც იყოს, სადავო არაფერია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცით კი არ იზიდავენ, პირიქით, განიზიდავენ შემხვედრებს ან ნაცნობებს. პიროვნულ თვისებებსა თუ გემოვნებაში არის დეტალების მთელი კასკადი, რომელიც ერთს მაგნიტივით თავისკენ იხმობს, მეორეს კი - პირიქით, გარიყავს. მაგრამ ქალის შეცდომების ნუსხა პირობითად 8 კატეგორიას გამოყოფს:
1. “ჩემთვის სულ ერთია”
ქალის ზოგი ქცევა მკაფიოდ და ნათლად გაჩვენებს, რომ ის საკუთარ თავს სასურველად არ მიიჩნევს, არც უნდა ასეთი იყოს და არამც და არამც ამ კატეგორიას თავს არ მიათვლის. მთელ სამყაროს აჩვენებს, რომ სხეულს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და სულაც არაა თავშისაცემად საქმე, თუ გარშემომყოფები დაზაფრულები შეჰყურებენ. აი, ასეთი ტიპის თვისებები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფეთხუმობა
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
კოსმეტიკის კვალი საყელოზე
მოუვლელი თმა
სხეულის უსიამოვნო სუნი
თმიანი ფეხები
თმა იღლიაში
უყურადღებოდ მიტოვებული გარეგნობა
იტყვით, იქნებ ადამიანი კონკრეტულად ამ მომენტში, შემთხვევით აღმოჩნდა მოუწესრიგებელი და ეპატიებაო. მაგრამ თუ კაცი მხოლოდ ერთხელ ხედავს ქალს - მაღაზიაში იქნება ეს, წვეულებაზე თუ სხვაგან - რა იცის, შემთხვევითია ეს უსიამოვნო დეტალები ქალბატონისთვის, თუ ჩვეულებრივი მდგომარეობაა?!
2. დაბალი თვითშეფასება
საკუთარი თავის მიმართ ქალის არასწორი დამოკიდებულება ძალიან აწუხებს კაცს და სწრაფად და უიმედოდ ანგრევს წარმოდგენას იმაზე, რომ ეს ქალი სასურველია. ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ ქალი მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ უნდა იყოს საკუთარ თავზე, და მის დათრგუნულ და მოშვებულ სახეს ძალიან არამიმზიდველად აღიქვამს. საკუთარი თავის რწმენას და მაღალ თვითშეფასებას მამაკაცების უმრავლესობა სასურველობის ნაწილად და წინაპირობად აღიქვამს და ნებისმიერი მინიშნება მის არარსებობაზე, განიზიდავს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზედმეტი წონა
საკუთარი სხეულის ცუდი ფლობა
ჩამქრალი თვალები
არასაკმარისად სჯერა საკუთარი თავის
დაბალი თვითშეფასება
უბრალო თეთრეული
პასიურობა
მოშვებული, მოდუნებული კუნთები, დათრგუნული მდგომარეობა; სახე, რომელიც ამბობს: ჩემთვის სულ ერთია, როგორ გამოვიყურებიო.
3. ზედმეტი ძალისხმევა
სახალისოა, მაგრამ მცდელობა – იყო რაც შეიძლება სექსუალური – უკურეაქციას ბადებს. კაცებს არ სურთ, ქალი ამ მხრივ ზედმეტად მონდომებული იყოს. ლოგიკა ასეთია: თუ ქალი ასე ძალიან ცდილობს და “კანიდან ძვრება”, რომ მიიზიდოს ვინმე და სასურველი გამოჩნდეს, ე. ი. თავისდათავად ასეთი არ არის. მამაკაცს ინტუიცია აქ არ ღალატობს, ამ გადამეტებულ, გამაღიზიანებელ ზრუნვას ყოველთვის გრძნობს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიამიტობის თამაში
აგრესიულობა
ზედმეტი სიგამხდრე
მატერიალიზმი
ზედმეტი მაცდურობა
ზედმეტად ვიწრო ტანსაცმელი
დაჟინებულობა
უადგილო სამოსი
ზედმეტი მიხვედრილობა
დიდი პირი
შეუფერებელ სიტუაციაში მაცდური ქცევა
”გრძელი ენა”
4. ბარიერების აგება
თითქმის ყველა ქალი ამბობს, რომ სურს, სასურველი იყოს. მაგრამ ზოგიერთის ქცევა ასეთ განცხადებას სრულიად ეწინააღმდეგება, რადგან სწორედ სასურველ მამაკაცსა და საკუთარ თავს შორის ქმნის ბარიერებს. კაცი კი გრძნობს, როდის აშენებს ქალი ამ კედელს და ეწინააღმდეგება ამ პროცესს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფლირტი არ უყვართ
კაცივით იქცევიან
იმის დემონსტრირებას აკეთებენ, რომ არ აინტერესებთ მამაკაცი
ზედმეტად კრიტიკული ან პესიმისტები არიან
არ უყვართ კაცები
სულ ყოყმანობენ
ისე ჩანს, თითქოს ნამდვილი გრძნობები არ ჰქონდეთ
თავს ცუდ განწყობაზე გაჩვენებენ, ან უყურადღებობას იჩენენ ისევ და ისევ გამომეტყველებით: “ჩემთვის სულ ერთია”.
5. მავნე ჩვევები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოწევა
ხშირი ალკოჰოლის მოხმარება
ფრჩხილების კვნეტა
საღეჭი რეზინის ზედმეტი ენერგიულობით ღეჭვა
ნარკომანია
6. არასწორი არჩევანი
ძალიან ხშირად, აქაოდა, მიმზიდველი სასურველი ქალის იმიჯი შევიქმნაო, ქალბატონები ზომას გადადიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ირჩევენ სამოსს ან აქსესუარებს. არადა მამაკაცს თავდაჭერილობა მოსწონს, უკიდურესობები კი აშინებს. ამ კატეგორიის შავი სია ასე გამოიყურება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
• მყვირალა ფერებით მორთული სამოსი
• ზედმეტი კოსმეტიკა
• მყვირალა, მკვეთრი წითელი ტუჩის საცხი
• თმის ლაქი
• უზარმაზარი საყურეები
• ზედმეტად თეძოგანიერი ქალები ძალიან ვიწრო ჯინსებში
• ზედმეტი თვალის ჩრდილი
• ზედმეტად მძაფრი სუნამო
7. ხანდახან ქალი ისეთ ნაკლს ურიგდება, რომლის გაქრობა ექიმის ან დანტისტის დახმარებასაც შეუძლია და საკუთარ თავზე მუშაობასაც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გაუმართავად საუბარი
“იაფფასიანი” იმიჯი
ცუდი კბილები
მყვირალა, მჭახე ხმა
უსიამოვნო ინტონაციები ხმაში
უხეშობა ქცევაში
ბილწსიტყვაობა
ცუდი მანერები
ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან ფლირტი
სექსზე ზედმეტი ლაპარაკი
ხმაურიანი ქცევები
გახსნილი ქცევა - ძლიერი იარაღია, მაგრამ თუ ის ძალიან შორს წავა ვულგარული ხდება. თუ ქალი სამოსს იმისთვის იყენებს, რომ ყველა შემხვედრ მამაკაცზე იმოქმედოს და არა თავის რჩეულზე, მაშინ ასეთი მორთულობა გამაღიზიანებელი ხდება.
8. პიროვნული ნაკლოვანებები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უტვინობა
წუწუნისა და საყვედურისკენ მიდრეკილება
იუმორის გრძნობის არარსებობა
მიზანდასახულობისა და ენერგიულობის არარსებობა
ამპარტავნება
უსამართლობა
ეჭვიანობა
მწუხარება
ბრაზიანი ხასიათი
მიდრეკილება ღალატისკენ
მატერიალიზმი
ენამწარეობა
თუ ვინმემ თქვენი თავი ამოიცანით შეარ, თუ არადა ლაიქ
This post has been edited by ТЕА on 7 Feb 2015, 01:04