მართლა სასაცილოა

ასეთი ცოტა გულწრფელი ადამიანია, რომ აუცილებლად ქვეტექსტი იკითხება ამ ტექსტში?
დღეს ძალიან სერიოზულად მიმტისკეს, გუშინდელი საქციელისთვის.
ვერ გავატარე ჩემი 10 წლის დის შვილის მოწყენილი თვალები, გავგიჟდი/გადავირიე და ყველას ყველაფერი ვუთხარი, ძალიან კორექტულად, უბრალოდ ხმამაღლა გამომივიდა.
ვერც ვერასოდეს გავატარებ, იმიტომ, რომ უსამართლობაზე ბავშვობიდან მენთება.
აღარ გავიმეორებ რა და როგორ.
რაც მთავარია, მე ვიცი რომ მართალი ვარ.
დედაჩემმაც კი ვერ გამიგო და დიპლომატიისკენ მომიწოდა, უახლოესმა მეგობარმა, რომლის ტრაგედიებიც საკუთარივით განვიცადე, მკურნალობა შემომთავაზა

კაროჩე...
მე გიჟი არ ვარ.
მწარეა სიმართლე.
მაგრამ დღეიდან, მართლა არავის ცხოვრება აღარ მაინტერესებს.
დიდი გოგო ვარ.
სჯობს საკუთარს მივხედო.
წარმატებებს გისურვებთ.
პ.ს. რა თხოვნა/რა ხვეწნა

ასეთი მარტივი ადამიანის შთაბეჭდილებას თუ ვტოვებ, გამიკვირდება, მაგრამ არც ეს მეწყინება.
გეყოფათ.
დამანებეთ რა თავი.
ТЕАხო, რა ვიცი
This post has been edited by კაქტუსი on 7 Feb 2015, 23:59