ვულოცავ ყველა შეყვარებულს!
სიყვარული უდიდესი გრძნობაა, რამეთუ სიყვარული თავად ღმერთია.
მართალია, რომ სიყვარულზე ფიქრი და ზრუნვა ყოველდღიური საქმიანობაა, მაგრამ
ამ განსხვავებული დღის არსებობაც აუცილებელია (იაღოველების სენი რომ არ შეგვეყაროს)
ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულად ვიქცევი. მიუხედავად იმისა რომ უკვე 25 წელია დაოჯახებული ვარ,
უფროსი შვილი სტუდენტი და რამეები...... გუშინდელიდან პატარა ბავშვივით ვიქცევი
ჯერ იყო და საგულდაგულოდ დავმალე კარადაში ვაზა ყვავილებითა და სპეციალური ბამბანერკა, რომ დღეს უთენიით მაგიდაზე დამეწყო (ადრე მიწევდა სახლიდან გასვლა)
მერე კი დიდი მისალოცი ჩავუშვი საფოსტო ყუთში რომ აქციაში მიმეღო მონაწილეობა - ამ დღეს კონვერტს მარკის მაგივრად შეგიძლია კოცნის ანაბეჭდი დაატყო და მაინც მივა.
(ამისათვის პამადას წასმაც კი დამჭირდა

)
თუმცა მთლად არ გამიმართლდა
მეუღლე ბავშვების მოსაყვანად გასულა (სტუმრად იყვნენ გუშინ) და სწორედ მაშინ მოსულა ფოსტა...
კარები რომ გავაღე გაზეთებსა და სხვა წერილებს შორის ჩემს მისალოცსაც მოვკარი თვალი. არ ავიღე.
ჩუმად ამოვიძურწე ზევით და კომპს მივუჯექი.
This post has been edited by wano on 14 Feb 2015, 15:07