იცის ვისაც ეძღვნება. ვიცი საუკეთესო არ არის, მაგრამ გულიდან არის.
---------------------------------
როგორც შიშველ ტოტებს ეხევევა ქარი,
ისე გეხვევი და გეხუტები.
ვგრძნობ შენი სულის ლამაზ წახნაგებს,
მაგრამ ვაი, ქარი ვარ ცივი...
მე მაპატიე თუ გადაგტეხე,
თუ მოვიტაცე შენი ტოტები.
მოფერებისას შემომეტაცა
შენი სულის ნაზი რითმები.
გპირდები ისევ ლამაზ გაზაფხულს,
მოტეხილ ტოტზე მოვლენ ჩიტები.
ცივ უდაბნოში ვიხეტიალებ,
ეულ შენობებს შემოვეხვევი.
მე მაპატიე,
თუ დაგიშავე....
--------------------------------------------------