არ გამხნევებ ჯიგარო.
კრისტალს გებაზრები.
ცხოვრებაში ბევრ გოგოსთან დამიმთავრებია ურთიერთობა.
ხან მისი ინიციატივით, ხან ჩემი.
ეხლახანს დავშორდი კიდევ ერთს.
დაკიდება ყოველთვის ამართლებდა ჩემ შემთხვევაში.
თუ სიტყვაზე მენდობი, დამოუკიდებლად იმისა მე მივატოვე თუ მე მიმატოვეს, ყველას მე დავასწარი გადაყვარება.
რადგან არ შემიძლია მიყვარდეს ადამიანი, თუ მას არ ვუნდივარ (მე თუ არ მინდა, ხომ მითუმეტეს).
უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია.
რომც მინდოდეს მიყვარდეს, ვერ მეყვარება.
ამაში პირველ რიგში იმის გააზრება მეხმარება, რომ არ იმსახურებს მიყვარდეს.
და მისი განსაკუთრებულობა მხოლოდ და მხოლოდ იმაშია, რომ ჩემთვისაა განსაკუთრებული.
არცერთ ყოფილზე ნერვიც კი არ მიტოკდება.
და მაქსიმუმი რაც დამჭირვებია გადასაყვარებლად იმ მომენტიდან, როცა შევიგნე, რომ მორჩა ურთიერთობა, ალბათ ჰა-ჰა ერთი თვე იყო.
მინიმუმი რამდენიმე დღე.
და ერთ კონკრეტულ წუთში მოგრძვნია, რომ აღარ მიყვარს.
დაჟე მას რომ ვუყვარვარ, მაგრამ დამღალა და ყელში ამომიყვანა თავისი ხუშტურები, მაშინაც გადამიყვარებია.
ნამდვილი დიდი სიყვარულით ბევრი არ მყვარებია, მაგრამ ნამდვილიც და არანამდვილიც ერთნაირი წარმატებით დამივიწყებია (ნუ "არანამდვილი" რა თქმა უნდა კიდევ უფრო იოლად).
აი ეხლა, ბოლო მეთქი რომ გითხარი. კი, ამ მომენტისთვის კიდევ მიყვარს (მასაც ვუყვარვარ). კი, ძალიან დიდი სისულელე იყო ჩვენი დაშორება.
მაგრამ ძალიან მაგრად დავიკიდე ეს დაშორებაც.
რადგან დავიღალე, სერიოზულად გავიფუჭე ნერვები.
დარწმუნებული ვარ ესეც არ მეყვარება დიდ ხანს, რადგან ჩემ თავს ვიცნობ.
შენ კიდევ ჩამომჯდარხარ აქ და თავს იგვემ.
რატომ, რატომ, რამე ხომ არ დავაშავე, რა გავაკეთე არასწორი...
აუ კაი რააა.
დაიკიდე უბრალოდ.
რა მნიშვნელობა აქვს დააშავე და იმიტომ დაგშორდნენ თუ არ დააშავე და მაინც დაგშორდნენ?
ხომ დაგშორდნენ?! ჰოდა ესე იგი არ ყოფილა ის ადამიანი შენი და მეტი საქმე არ გაქვს უცხო ადამიანზე ინერვიულო?
რა ვიცი... მე ესეთი მოსაზრება მაქვს. ესეთი ვარ უბრალოდ. ძალიან დიდი სიყვარული შემიძლია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მაგარი დაკიდებაც.
ჩემი და შენი შემთხვევები ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ვიცი რა პრობლემები იყო ჩვენს შორის.
მაგრამ იმაში ემთხვევა, რომ ეხლაც გვიყვარს ის და მასთან ერთად აღარ ვართ.
შემომხედე აბა, მეტყობა რამე დაგრუზვის?

მარტო ის ფაქტი, რომ არ უნდა შენთან, სრულიად საკმარისი უნდა იყოს შენთვის, რომ შენც არ გინდოდეს მასთან კი არა, ძალიანაც წინააღმდეგი იყო ამის.