მიხარია, თუ რაიმეთი დაგეხმარე

გეტყვი თუ გინდა მე შენ, ყველაზე მეტად რა გაწუხებს.
ის, რომ მიგატოვეს და არა ის, რომ დაკარგე.
მე პირადად ეგ არ მაწუხებს. თუ ის ადამიანი მიყვარს მართლა, მირჩევნია იმან მიმატოვოს, რომ ჩემგან არ ეტკინოს გული.
რომ არ მომხდარიყო არაფერი, შეიძლება ხვალ (ახლო მომავალში) თვითონ გეთქვა მასზე უარი.
მაგრამ ეხლა... ჯერ ერთი რომ იმან მიგატოვა და არა შენ, მეორეც მიზეზს ვერ ხვდები (შენ რომ მიგეტოვებინა, მიზეზი გეცოდინებოდა), მესამეც გგონია რომ გინდა რადგან იმან მიგატოვა თუმცა შეიძლება მაინცდამაინც დიდი სურვილი არც გქონდა.
და კიდევ უამრავი მიზეზი.
თუ გინდა არ იგრძნო თავი ცუდად ისე უნდა მოიქცე როგორც მე გითხარი.
და არა მარტო მაგიტომ უნდა მოიქცე მასე. უბრალოდ ეს ყველაზე ადეკვატური საქციელი იქნება.
მიგატოვა იმან? მერე რა? შენც მიატოვე.
არა იმიტომ, რომ მერე "აქეთ შეგეხვეწოს".
უბრალოდ შენ ის მართლა არ გჭირდება და ამას ვერ ხვდები.
შენ ვერც იმას ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც ასე იოლად გტოვებს, არ იმსახურებს შენს ნერვიულობას.
ეხლა ამას გიხსნი და საკუთარ თავზე მეცინება

.
ეს ზუსტად ვიცოდი მთელი ცხოვრება და ასეც ვიქცეოდი. სხვაგვარად მოქცევის სურვილი არც გამჩენია არასდროს.
ოღონდ ეხლა, სიბერეში მომივიდა შეცდომა. რამდენჯერმე დამშორდა და მე მაინც შემოვირიგე ყოველ ჯერზე.
სიმართლე გითხრა მქონდა ასე მოქცევის მიზეზი და მეც ამიტომ კეთილგონიერება გამოვიჩინე.
და ის მამხნევებდა, რომ მასაც ვუყვარვარ.
ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ თვითონ გავაფუჭე ყველაფერი.
არა, მისი ბრალი იყო ჩემი შეცდომები, მაგრამ მე ისინი მაინც არ უნდა დამეშვა.
როცა საქმე გრძნობას ეხება, ძნელია ცივი გონებით მოქმედება.
და რაზე მოგიყევი ეხლა ეს... მე ჯერ მაშინ უნდა ამომეგდო თავიდან ის ადამიანი, როცა დავინახე, რომ მას იოლად შეიძლია ჩემი მიტოვება.
შეცდომა იყო იმ ურთიერთობის გაგრძელება პირველივე დაშორებების შემდეგ.
მერე რა, რომ ამ გაგრძელებამ მომიტანა მე ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიყვარული. ისეთი ძლიერი სიყვარული, რომ ასეთი სიყვარულის არსებობის შესაძლებლობაც კი ვერ წარმომედგინა.
თუნდაც ზუსტად ამის გამო არ უნდა გამეგრძელებინა.
თუმცა რა ვიცოდი ასე რომ დამთავრდებოდა...
ძნელია რაღაცა წესები დადგენა გრძნობებში და შემდეგ მათი დაცვა, მაგრამ მე შემოგთავაზებ ორიოდეს და თუ შეძლებ შემდეგში გაითვალისწინო, მგონი არ იქნება ურიგო:
- არ შეიყვარო იმაზე მეტად, ვიდრე მას უყვარხარ.... ორი წელი მაინც

- მართალია შეიძლება იმას მეტად უყვარდე ვიდრე შენ, მაგრამ მაინც იოლად თქვას შენზე უარი, თუნდაც იმიტომ, რომ პატარა რამ არ გაპატიოს. არ შეიყვარო ძლიერად მანამდე, სანამ არ დარწმუნდები, რომ უშენოდ ვერც კი ისუნთქებს.
- თუ მიგატოვა, გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომლისთვისაც ასე ცოტას ნიშნავ, არ იმსახურებს შენს წუხილს. ან იქნებ ბევრს ნიშნავ, მაგრამ თავის თავს ხომ წირავს და შენც გწირავს უმისოდ არსებობისთვის. არ იმსახურებს ეს ადამიანი შენს დარდს.
- ეცადე ისწავლო უპირობო დაკიდება. ძალიან სასარგებლო ჩვევაა. სიყვარული კი არა, ისეთი რამეების დაკიდება მომიწია... მოკლედ ცხოვრებაში რაღაცეები შემემთხვა რა და მას შემდეგ ვისწავლე ყველაფრის დაკიდება (სიყვარულის დაკარგვის დაკიდება მანამდეც შემეძლო). ისე კარგად გამომივიდა, რომ შემიძლია თავი ვაიძულო ფიზიკური ტკივილი არ ვიგრძნო

. მართლა ჰო. ყოფილა შემთხვევა, ისე მტკივა ფიზიკურად რაღაცა, რომ ცივ ოფლს, რასაც ტკივილის გამო დაუსხავს ჩემთვის, ბოდიში და მიგრძვნია რომ წინდებიც დამსველებია. მაგრამ შევძელი და ტკივილის დაკიდებაც ვისწავლე ისე, რომ ვერ ვიგრძნო... კიდევ შიშის დაკიდება ისე კარგად ავითვისე, ეხლა ხანდახან იმის მეშინია, რატომ არაფრის არ მეშინია მეთქი

...
აუ ეხლა გამახსენდა... ბოლოს ისევ შეყვარებულის გამო ჩავვარდი პანიკაში, როცა ვიფიქრე, რომ მის ჯანმრთელობას რაღაცა ემუქრება.
მანამდე კი ძალიან ძალიან დიდი ხანია არაფერის შემშინებია. არაფრის და არავის.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დაკიდება ვისწავლე.
დამიჯერე, სიყვარულის დაკარგვის დაკიდება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ფიზიკური ტკივილის დაკიდება.
ან შიშის დაკიდება, 20 მოწინააღმდეგეს მარტო რომ მივარდები და წააყრი

.
გახდება დაკიდება შენი პირადი ფსიქოთერაპევტი და მეგობარი, გაიიოლებ ცხოვრებას.
არ იმეგობრებ დაკიდებასთან და მერე შენს თავს დააბრალე.
ჰო... აქ არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა იმის დაკიდებას, რაც არაა დასაკიდებელი.
თუ გიყვარს, უყვარხარ და ყველაფერი კარგადაა, უნდა დაიკიდო კი არა, საჭირო რომ გახდეს, შენი ხელით უნდა ამოიღო საკუთარი გული და მას მისცე.
კიდევ ერთი ექსკლუზიური რჩევა:
- არავითარ შემთხვევაში არ აეჭვიანო სპეციალურად. ამაზე მდაბალი და უღირსი საქციელი არ არსებობს.
ეს ისე, თემას მოვაყოლე...
littlemissსაქართველოს არა პატარა ქალბატონო, გერმანიას

წამიკითხავს შენი რამდენიმე ვრცელი პოსტი შენს სიყვარულზე და ძალიან მტკკენია გული.
ერთხელ მახსოვს ვინატრე ქალი ვიყოთქო, რომ წამეტირა ცოტა, ისე გულისმომკვლელად გეწერა, როგორ დაცარიელდა შენთვის სამყარო.
რამდენჯერმე მინდოდა მომეწერა, გამემხნევებინე, მაგრამ მომერიდა.
ამ თემაში ჩემი პოსტებიდან შენთვისაც თუ რამეს ყურად იღებ, იცოდე გულით გამიხარდება.
და გთხოვ ხშირად გაიღიმო, ძალიან გიხდება.

პ.ს. ყველაზე კაიფი ის იქნება, ჩემი გოგოც (ჯერ ვერ ვეძახი ყოფილ გოგოს) რომ კითხულობდეს ამ ჩემ პოსტებს (რაც სრულებით არაა გამორიცხული) და ისიც ყურად იღებდეს ჩემს რჩევებს

.
მოხარული არანაირად არ ვარ დაშორების გამო, მაგრამ ამ პოსტებით ჩემს დავიწყებაში თუ დავეხმარები (მიხედავად იმისა, არ მიმაჩნია, რომ დაკიდებას ვიმსახურებ. მაგრამ მას ხომ სურს ჩემი დავიწყება...) , მოხარული ვიქნები.
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი