მოკლედ, სადღაც წინა გვერდებზე წავიკითხე, ახალგაზრდა იმიტომ უყვართ, რომ უფრო იოლი შესაბმელიაო და გადავწყვიტე სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ასე არაა.
გუშინ შევედი ერთ გაცნობის საიტზე, დავსერჩე ჯერ ერთი კატეგორია, მერე მეორე.
პირველი კატეგორია - ქალები 33 - 40 წლის.
მეორე კატეგორია - ქალები 21 - 27 წლის.
ნუ ჰო, მარტო ისინი, ვინც ონლაინაა.
პირველი კატეგორიიდან მივწერე 10 ქალს. აქედან შვიდი უპრობლემოდ გამეცნო და პრაქტიკულად ყველამ რეალში გაცნობის მზადყოფნაც გამოთქვა. შვიდიდან ორმა უკვე სექსზეც განაცხადა თანხმობა. მათგან ერთი გათხოვილია.
მეორე კატეგორია.... ჩემი ფეხები. ათიდან მარტო 2 დაინტერესდა...
ჰო... ამასობაში ერთმა თვითონ მომწერა (გადის პირველ კატეგორიაში, 35 წლისაა) და ცოტა ხანში მითხრა, რომ ეძებს კაცს და თუ მექნება სურვილი მისი გაცნობის. სხვათაშორის ქმარი ჰყავს (მარა ხელს არ შეგვიშლისო).
კიდევ იყო ერთი, რომელსაც თვითონ მივწერე, მაგრამ არ შემყავს სტატისტიკაში

. მასთან მიწერამდეც გასაგები იყო ყველაფერი. მეორე კატეგორია (მგონი 23 წლის), მაგრამ ძალიან შეუხედავი გოგო. სადღაც მეხუთე მიწერაზე შევთავაზე სექსი. შენ რა სწრაფი ყოფილხარო (ვინც არ იცის, ეს ნიშნავს თანხმობას).
ასე რომ.. არაა მასე, თითქოს ახალგაზრდა იოლად ებმევა მახეში. საერთოდ მახეში ყველა საკუთარი სურვილით ებმევა (გაგიკვირდებათ და კაცებიც. მათ შორის რა თქმა უნდა მეც). საქმე იმაშია, რომ რაც ასაკი ემატება ქალს, უფრო მეტი სურვილი აქვს გაებას მახეში.
ახალგაზრდის შებმა კი არაა უფრო იოლი, უფრო იოლად "დაახვევ თავბრუს".
ნუ ეს ექსპერიმენტი ემსახურებოდა იმის გარკვევას, 37 წლის კაცი რამდენად განსხვავებულად მისაღებია მისი ასაკის ქალებისთვის და შემდეგი თაობისთვის.
რომ ვყოფილიყავი 27 წლის, სურათი განსხვავებული იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ... მაინც ჯობია სიტყვაზე მენდოთ. 30-ს ზემოთ უფრო ადვილი შესაბმელია.
30-ს ზემოთ ქალმა უკვე ზუსტად იცის რა უნდა და სისულელეებით ნაკლებად იტანჯება. ამიტომ, არა მარტო შებმაა იოლი, შემდეგ, ურთიერთობისასაც ნაკლები თავის ტკივილი გაქვს მისგან. სიტყვას მოყვა და სექსი გაცილებით სასიამოვნო და დახვეწილი იციან

. უბრალოდ უნდა აირჩიო რა გირჩევნია, "სვეჟაია მიასა" თუ პროფესიონალიზმი.
მახსოვს სადღაც 20 წლის წინ ვკითხე ერთ ქალს, რატომ უნდათ ხოლმე უფროსი ასაკის ხალხს (განურჩევლად სქესისა) პარტნიორად უმცროსი. მიპასუხა, მასთან ყოფნისას თავს თვითონაც ახალგაზრდად გრძნობენო. გავიგე, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი რა მუღამი იყო ეს

. ის ქალი კი იყო მაშინ სადღაც 35 წლის (არაფერი "ისეთი" არ მაკავშირებდა, უბრალოდ მეგობრები ვიყავით) და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე უბრალოდ სიტყვაზე ვენდე. მაშინ თვითონ ვიყავი ახალგაზრდა და პარტნიორებად მხოლოდ ჩემზე უფროსი ქალები მყავდნენ. რაც უფრო ჩემზე უფროსი იყო ქალი, მით უფრო სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა საერთოდ ყველა მიმართულებით. იქნება ეს სუფთა ადამიანური თუ სექსი. ძალიან დიდი ხანი ჩემი ხნის ან ჩემზე უმცროსი გოგოებისკენ არცკი ვიხედებოდი.
მოკლედ რისი თქმა მინდოდა. ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტით მინიმუმ ის დავადგინე, რომ 37 წლის მამაკაცისთვის ახალგაზრდის "შებმა" არაა უფრო იოლი. მაქსიმუმი დასკვნა თქვენთვის მომინდია.
ისე, გუშინ იმ საიტზე გაცნობილებიდან არავისთან არ ვაპირებ შეხვედრას... უბრალოდ მაინტერესებდა როგორ სურათს მივიღებდი.
აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი.
მაგრამ!!!!!
გოგოები, რომლებისთვისაც დიდ ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს, ან პირიქით, ზუსტად ეს სხვაობა მოსწონთ, არსებობენ.
და არსებობენ ბევრად, ბევრად, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ნუ თვითონ ვიცნობ ასეთს ბევრს. და "ვიცნობ" საფუძვლიანად. და ნუ გეგონებათ გარეგნობით შეუხედავ გოგოებზე მქონდეს საუბარი. პირიქით, ძალიან კარგ და ლამაზ გოგოებს ვიცნობ. უბრალოდ... თავში რაღაცა აქვთ ნე ვპარიადკე.
კსტაწი, მოგიყვებით კიდევ ერთ გაცნობის საიტზე.
არის ასეთი გაცნობის საიტი, რომელიც სპეციალიზირდება მხოლოდ უფროსი მამაკაცების და ახალგაზრდა ქალების ერთმანეთისთვის გაცნობაზე. მოკლედ, რომ რეგისტრირდები, თუ ქალი ხარ, შენი ასაკი უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე. და კაცი თუ ხარ, 35-დან ზემოთ. სხვა ასაკს ვერ მონიშნავ უბრალოდ.
და როგორც ყველა გაცნობის საიტს, ამ საიტსაც აქვს პუნქტი, სადაც შეგიძლია მონიშნო, რა მიზნით ხარ ამ საიტზე და რას ეძებ. უბრალოდ მეგობრობა, ფლიტრი, რომანი, სერიოზული ურთიერთობა, ქორწინება და ა.შ.
19, 20, 21, 22, 23 წლის გოგოების ალბათ 95 პროცენტს მონიშნული აქვთ ქორწინებაც. გაითვალისწინეთ, რომ კაცი მინიმუმ 35 წლის შეიძლება იყოს.
და... ნუ არიან ხანდახან "ტაკ სებე" გოგოები, მაგრამ... ისეთი გარეგნობის გოგოებიც იჩითებიან, ნუ სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ყბა რამდენჯერმე ხელით დავიხურე.
აი თუნდაც ჩემი გაცნობის სურვილი ვინც გამოთქვა, რამდენიმეზე მართლა გულით გავოცდი, თუნდაც იდეაში რატომ იმეტებენ თავს ჩემთან ურთიერთობისთვის. ნებისმიერი ურთიერთობისთვის, ქორწინებაზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი.
რათა შვილო!!!
მაგრამ... ნუ არსებობენ ასეთები და ეს ფაქტია.
და ის, რომ საკმაოდ ბევრნი არსებობენ (პროცენტულად) ეგეც ფაქტია.
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი