ამოაუ მასეც ნუ იტყვი.
ეგ ტაბუები კაია, მაგრამ.
დაახლოებით მაგ ასაკში ვიყავი.
მე ალბათ 20-21 და ის ჩემზე სადღაც 12 წლით უფროსი.
თავი ადამიანად ვიგრძენი.
ეს იყო ურთიერთობა, რომელიც სასიამოვნოსთან ერთად საინტერესოც იყო.
მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი იყო.
სექსიც გადასარევი იცოდა.
და უბრალოდ... აი საუბარი, გამოცდილების გაზიარება (ჩემგან უფრო - მიღება), საერთოდ ყველაფერი.
ცხოვრებას ვსწავლობდი მისგან.
რამდენიც მყოლია უფროსი. იქნებოდა ეგ (ეგ მაქსიმუმია. მაგაზე მეტად უფროსი არავინ მყოლია) თუ სხვა, უბრალოდ საინტერესო იყო მათთან.
და საერთოდ, მეგობრებიც (ძმაკაცები) მყავდა ჩემზე ბევრად უფროსები. მახსოვს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და 40-ს გადაცილებული მეგობრები მყავდა. სუფრა იყო თუ უბრალოდ შეკრება, ყველგან მისწრებდნენ. არ ვიცი, შეიძლება ჩემშია საქმე, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობდი უფროსი ხალხის გარემოცვაში. საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა და ბევრ რამეს ვსწავლობდი.
უფროსი ქალის შემთხვევაში ამას ემატებოდა კიდევ სექსიც, რომელიც სიტყვას მოყვა და ჩემხელა გოგოებზე უკეთ გამოსდიოდათ. პლიუს ამისა, რაღაცა სისულელეებით არ იღლიდნენ არც თავს და არც მე მღლიდნენ.
ასე რომ...
შეიძლება შენ გამორიცხავ, მაგრამ იმას მაინც ნუ გამორიცხავ, რომ ის ბიჭი გამორიცხავს. მით უმეტეს თუ საინტერესო ადამიანია. მის ტოლებს შეიძლება იგივეზე ვერ დაელაპარაკოს, რაზეც შენ გელაპარაკა. უბრალოდ არ დააინტერესებთ მის ტოლებს მისი მონაყოლი და ამას მოყოლა არ დააინტერესებს, რადგან იმათ ინტერესი არ ექნებათ.
და მთლად მასეც არაა საქმე, როგორც იძახი

. ჯერ ამბობ შვილივით ვუყურებო, ეხლა იძახი, პატარებთან
გამოცდილებიდან გამომდინარე არ ვამყარებ ურთიერთობებსო.
* * *
პ.ს.
აუ ეხლა ის 50 წელს მიტანებულია?!