ვერ მოერევა თუ რინგზე შეხვდებიან გარკვეული წესებით, მაგალითად კვერცხებში ამოტყმა არ შეიძლება თვალში თითის ტაკება არ შეიძლება, ყელის გამოჭმა არ შეიძლება. -> ეგ კი უკვე აღარაა საბრძოლო სისტემა. ის არ შეიძლება ეს არ შეიძლება. ექსტრემალურ სიტუაციაში სხვაგვარად ხდება, თვითონ სიტუაციის შექმნიდან უშუალო შეტაკებამდე ფაზებია სადაც სხვა მონაცემები ფასობს ვიდრე რინგზე.
იქ სადაც ყველაფერი მოსულა და ბრძოლა ხდება სხვა წესებია და იქ ამბობენ რომ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე არის ... -> მორბენალი
თუ შენზე სუსტია ვერ დაეწევი
თუ შენზე ძლიერი ვერ გაექცევი
რეალური გადარჩენაზე შეტაკება სულ სხვა რამეა ვიდრე კლიჩკოს კუნთები
მთლიანობაში ყველა საბრძოლო ხელოვნება ორ დიდ ქვეჯგუფად იყოფა დარტყმითი სტილის (კარატე, ბოქსი, კუნგფუს გარკვეული სტილები) და ჭიდაობითი მოხრჩობა მუგუდვის სტილის (ჭიდაობა, ჯიუჯიცუ კუნგფუს გარკვეული სტილები)
ვითარებიდან გამომდინარე ორივეს თავისი უპირატესობები აქვს.
რაც შეეხება ფეხის და ხელის ხმარებას ტაეკვანდოში, ჩინეთში (ვგულისხმობ რეგიონს მტლიანად მანჯურია კორეა და სამხრეთი)
სამხრეთში შედარებით ტანდაბალი რასა ცხოვრობდა ჩრდილოეთში მაღლები გრძელი კიდურებით, ამასთან სამხრეთში მოსახლეობის მეტი სიმჭიდროვის გამო შეტაკებები ახლო მჭიდრო დისტანციაზე ხდებოდა განსაკუთრებით სავაჭრო ნავებზე მდინარეებზე, ამიტომ უფრო მეტად განვითარდა ხელით დარტყმები, ჩრდილოეთში ამის საწინაღმდეგოდ ფეხით დარტყმები. მაგრამ ხელი 4 - 7 ჯერ სწრაფია ფეხზე აქედან გამომდინარე შედეგებით.
თუ რინგზე აპირებ ბრძოლას სხვა მონაცემები გჭირდება, მასა გჭირდება რომ არ წაგაქციოს საკუთარმა ბლოკმა
თუ ქუჩაში გადარჩენისთვის სამკვდროსასიცოცხლოდ მაშინ მაგალიტად მოწინააღმდეგის თვალში ან ხორხში სწრაფი ზუსტი დარტყმა უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე მასა,