ხო კარგი... ვაღიარებ მაშინ მეც...
1.ეჭვიანი ვარ, თუ პარტნიორში დარწმუნებული არ ვარ, ანუ ბოლომდე არ მაგრძნობინებს,რომ მხოლოდ მე ვარ ყველაფერი
2.თუ მაგრძნობინებს, მერე მაინც მერთვება შინაგანი განგაშის სირენები რაღაც-რაღაც სიტუაციებში და ალბათ ეს ეგოიზმის ბრალია (ეს ის შემთხვევაა,როცა პარტნიორი სხვის მიმართ ყურადღებას გამოხატავს და იცი და გააზრებული გაქვს,რომ ეს ის ყურადღება არაა რაც შენ გინდა მხოლოდ,მაგრამ მაინც ყურადღებაა და მაინც ეგოისტობ რა :@ ).
3.იმ მომენტშიც მაქვს შინაგანი დისკომფორტი,როცა პარტინიორი სხვის მიმართ არც არაფერს გამოხატავს,მაგრამ ის ეტმასნება და ამ დროს ბრრ,,,, ეს ჩემი ბიჭია და გაეცალე ფრაზებს იმეორებს ჩემი შინაგანი მე ცოტა უწმაწური ინტერპრეტაციით

p.s 3-ვე შემთხვევაში გარეგნული სიმშვიდე 100% არის ხოლმე შენარჩუნებული :დ .... ნუ კარგი, 99%.
ეე, ახლა დავფიქრდი და რა ამაზრზენი გოგო გამოვდივარ :/
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...