ცოდვა გამხელილი ჯობია და მე ეს პერსნაჟი მომწონდა.
ცუდი ბიჭები მომწონს ზოგადად ორი მიზეზის გამო - 1.ფიზიკური სექსუალური ლტოლვა მიჩნდება 2.ჩმორი ბიჭები იმდენად არ მევასება, რომ ხშირად იმ თვისებებს რასაც კაცში ვეძებ ცუდ ბიჭებში აღმოვაჩენ ხოლმე. მე თვითონ ვარ "ყვერებიანი" ქალი, გაბრაზებულზე შეიძლება ვინმეს თავი შევაკალა, არასოდეს შემეშინდება ვინც არ უნდა იყოს.
დიტოს პერსონაჟში არ მომწონდა მენტალიტეტი მისი ანუ აზროვნება. ტიპიური ცუდი ბიჭი ოღონდ ქართული მენტალიტეტით.
ისიც ბოლოს სპეციალურად უფრო გააფუჭეს რადგან დაინახეს ბევრს მოწონდა როგორც პერსონაჟი და მერე რომ დაინახეს ცუდ საქციელსაც კი უწონებდნენ და ბევრი მის პერსონაჟს რეალურ ცხოვრებაშიც აკოპირებდა ამიტომ მოაშორეს მერე.
ეს არ შეცვლის იმას რომ გოგონებს კიდევ დიდი ხანი დაევასებათ ცუდი ბიჭები.
ალბათ თინეიჯერობაში +2 წელი უმეტესად ეგეთი ბიჭები მომწონდა/მოვწონდი/მყავდა (ოღონდ არა ქართული მენტალიტეტის ქალების(ცოლების) დამჩმორებლები და ა.შ.)
რაც გავიაზრე უბრალოდ მე და ეგეთი ტიპი ვართ ერთად ნაღმი. მეც აგრესიული ვარ და ეგეთი ბიჭებიც როგორც წესი და ალბათ რომელიმე ეგეთ ბიჭთან ჩემი ცხოვრება იქნება სკანდალი 24 საათი, თუმცა რავი იქნებ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აი ეგეთი დრამები მომინდეს ცხოვრებაში, თუმცა ახლა ნამდვილად არ მინდა.
-------------------------
ხო მართლა გავრცელდა ინფო რომ დიტოს როლის შემსრულებელი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

ძალიან საწყენია
http://rustavi2.com/ka/news/13810