მეც დამაპაშოლეს ერთხელ.
მოვყვები, მოკლედ.
ის, დროა, მოსკოვებში, ლენინგრადებში და კიევებში რომ დავდივარ.
ვსაქმოსნობდი, ვბიზნესმენობდი და ფულიც მქონდა ბლომად.
ერთხელ, მოსკოვში, რამდენიმე ათეული ტონა მანდარინი გავიტანეთ აფხაზეთიდან და ფულიც დამრჩა ბლომად.
სადღაც 8 000-ზე მეტი დამრჩა, კაი ფული იყო მაშინ. თან, როგორია ერთ კვირაში!
4 000 საქართველოში გამოვაგზავნე ჩემებთან და დანარჩენი ფულით გადავწყვიტე, რომ მეგულავა ცოტა ხანი იქ.
ერთ დღესაც ერთ რესტორანში ვზივარ მარტო და გვერდით მაგიდასთან ზის ულამაზესი გოგო...
სევდიანი სახე ჰქონდა ძალიან... ვუყურე ცოტა ხანს, რას იზამდა... არ გავიდა. იჯდა დამწუხრებული.
მივედი მერე ფრთხილად და გამოველაპარაკე.
თურმე, ერთი რუსი გენერლის ქალიშვილი იყო.
საქმრო ჰყავდა პოლკოვნიკი და მასზე იყო ნაწყენი სწორედ.
უღალატა, თურმე. მერამდენედ ქნა ესო...
დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ.
ულამაზესი იყო მართლაც, 23 წლის...
დავახლოვდით ნელ-ნელა...
ხშირად ვპატიჟებდი კინოში, რესტორნებში, სასეირნოდ და ა.შ.
მერე სახლშიც მპატიჟებდა ხოლმე, მარტო იყო.
ძალიან მაგრად აეწყო ურთიერთობა...
მაგრამ, ხომ იცით, ეს წუთისოფელი არავის გაახარებს ბოლომდე...
ერთი პატარა ძაღლი ჰყავდა სახლში, არ მევასებოდა...
არადა, მაგრად უყვარდა ტანჲას...
ერთ ღამეს მაგარი წვიმა მოსცხო.
წკმუტუნებდა მაგრად ეს ძაღლი.
როდესაც სააბაზანოში შევიდა ტანჲა, ავდექი და ამ ძაღლს გარეთ გავუძახე...
აბა, რა მექნა, ტვინი გაბურღა!
გამოვიდა სააბაზანოდან და არ შეუმჩნევია, რომ ძაღლი არ იყო შიგნით.
მერე გავიდა ცოტა ხანი... ვწევართ...
სიგარეტს რომ აბოლებდა, მაშინ გაახსენდა ძაღლი...
— სად წავიდა?! — იკითხა შეშინებულმა.
— რა?
— ძაღლი!
— ა, ძაღლი? — ვიკითხე უდარდელად, — ტვინი გაბურღა და გარეთ მივაბრძანე!
იქ დასრულდა ჩვენ შორის ყველაფერი...
მეორე დღეს, უკანასკნელი 37 მანეთი მოვფხიკე ჯიბიდან და თბილისის თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე...
This post has been edited by ფორცხოლი on 2 Jun 2015, 14:12
. .