T-D-Dროცა ყველაფერი იდეალურადაა ბიჭებს ჩვევიათ ურთიერთიერთობის "მიშვება"
სითბოს და ყურადღებას აღარ გამოხატავენ იმ დოზით, როგორც თავიდან.... მოკლედ, დუნდებიან
ხოდა გოგოებს გონიათ რომ ბიჭს აღარ უყვარს, აღარ აინტერესებს
არის გოგოების კატეგორია რომელიც ისტერიკებს აწყობს - აღარ გიყვარვარ, შეიცვალე და მსგავსი გამოხტომები
არის კატეგორია, რომელიც შენს მიერ მოცემული მაგალითით ცდილობს ურთიერთობის დაქოქვას, ბიჭის "ამუშავებას"...
ქალს მუდმივად თუ არ უმტკიცე (სითბოთი, ყურადღებით, ზრუნვით) რომ გიყვარს, ის იფიქრებს რომ მოგბეზრდა და ცდილობს გამოხატოს პროტესტი რაიმე ფორმით, მაგრამ ირიბად და არა პირდაპირ...
ხოდა ეგ ბიჭი არ ვიცი შენი ვინაა მაგრამ არ ყვარებია ის გოგო რადგან ასე ერთი ხელის მოსმით დაიკიდა და დაჟე შემცვლელიც წამში მოუძებნა

გოგოს რაც შეეხება - პანიკაშია... სულ სხვა რეაქციას ელოდა და სულ სხვა რამ მიიღო...

ეგ გოგო დამალაპარაკე ვეტყვი რომ ბიჭი არ უვარგოდა და შემდეგში როგორ მოიქცეს ვასწავლი

და მეორე ვარიანტი... არ უნდა ბიჭს გული ატკინოს იმიტომ რომ თითონ აღარ უყვარს და მსგავსი "გამოსვლით" ცდილობს უმტკივნეულოდ ჩამოიშოროს...
This post has been edited by ТЕА on 3 Jun 2015, 21:58