კაი ვთქვათ არ გაქვს არანაირი შესაძლებლობები და მაინც გამოგყვა ვიღაც სიყვარულით...
ამ შემთხვევაში გარანტირებული გაქვს რომ რამე რთული პრობლემის წინაშე დგომას გაუძლებს ?
პრობლემას გააჩნია,ზოგი აახლოებს ადამიანებს, ზოგი აშორებს, - ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულებსაც კი...

ასე ცალსახად იმის მტკიცება რომ ერთი მიგატოვებს და მეორე გვერდით დაგიდგება მინიმუმ აბსურდია... იმიტომ რომ არავინ ვიცით რა სიტუაციაში როგორ მოვიქცევით, მითუმეტეს სხვაზე ვერ დავდებთ თავს...
მე რას ვერ ვიგებ იცით?
კაცს რა უნდა...
ცალკე მისი ცხოვრების სტილით არ უნდა მოვიხიბლოთ
ცალკე მისი მარტო ფიზიკური მონაცემებით არ უნდა მოვიხიბლოთ
ცალკე მისი ხასიათის ერთი კონკრეტული თვისების გამო არ უნდა მოვიხიბლოთ
ცალკე მისი ჩაცმულობის სტილით არ უნდა მოვიხიბლოთ
მთლიანად უნდა გვიყვარდეს...
სანამ მთლიანად შეიყვარებ რაღაც საფუძველი ხომ უნდა ქონდეს ამ სიყვარულს
თავს რით აყვარებთ ადამიანებს... პროსტა რომ არსებობთ ამით?
ურთიერთობა ხომ უნდა გქონდეს... რაღაც უნდა დაემთხვეს, რაღაც მოგეწონოს, რაღაცით აღფრთოვანდე...
თქვენ ასე წვრილმანებით არ აფასებთ ქალს?
გარეგნობა უნდა მოგეწონოთ (რაღაცა ნაკვთი მაინც)
ხასიათი უნდა მოგეწონოთ
ცხოვრების სტილი უნდა მოგეწონოთ
მსოფლმხედველობა უნდა მოგეწონოთ
რა, ასე არ ხართ? აბა დავიჯერო პირველივე დანახვაზე ბინდი გეკრებათ თვალებზე და ასე ბრმად გიყვარდებათ ? რაღაც ეჭვი მეპარება

პ.ს. აი ხომ ხედავთ თქვენც აფასებთ ქალს სულიერი სიძლიერის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს დაგიდგეთ გვერდით რთულ სიტუაციებში რომ მისი იმედი გქონდეთ გაჭირვებისას და არ მიგატოვოთ...

ასეა ქალიც, მას არ ჭირდება სუსტი მამაკაცი გვერდით, რომელსაც ელემენტარული თავის რჩენა არ შეუძლია

რაც უფრო წარმატებულია მამაკაცი მით მეტად ძლიერად აღიქმება ქალის თვალში და ასეცაა, ერთეული გამონაკლისებით IMHO
This post has been edited by ТЕА on 6 Jun 2015, 14:22