ამას გადავხედე და რა რთული ვყოფილვარ ახლა მივხვდი

გარეგნულად უნდა იყოს ისეთი როგორიც მომწონს. რამე კონკრეტული დამახასიათებელი არ მაქვს, ვნება უნდა მიჩნდებოდეს მის მიმართ.
უნდა იყოს ძალიან თბილი, საყვარელი, ღიმილიანი, პოზიტიური.
უნდა ვუყვრდე და მიყვარდეს მეც ძალიან.
საწოლში უნდა ვეწყობოდე.
მისთვის უნდა ვიყო ერთადერთი და განუმეორებელი და ყველაზე ლამაზად მინდა რომ მივაჩნდე თუმცა იცოდეს რომ ჩემზე ლამაზებიც არიან მაგრამ მისთვის მინდა ვიყო ყველაზე ლამაზი.
როცა სადმე ერთად ვართ არ უნდა გააყოლოს სხვას თვალი ან პასტიანად გახედოს ვიღაცეებს. არ მსიამოვნებს ეგ. ამაზე შემიძლია დავშორდე კაცს.
ნუ ისე ფლირტებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
უნდა იყოს კაცი რომელსაც ვეყრდნობი, სულ უნდა მქონდეს მისი იმედი რომ რომ გამიჭირდება გვერდით დამიდგება. მე არ ვგულისხმობ ფინანსებს. არ უნდა მქონდეს იმის შეგრძნება რომ მისგან საფრთხე მელის. პირიქით მასთან უნდა ვგრძნობდე თავს დაცულად.
მეც ასევე ვაგრძნობინებ მას იგივეს.
ხო და სახლის საქმეებში შეიძლება იყოს ზარმაცი ოღონდაც არა ისე რომ არ იმუშავოს არასოდეს. არა აქვს მნიშმვნელობა რამდენს გამოიმუშავებს, მთავარია მუშაობდეს.
უნდა უნდოდეს 3 ბავშვი მაინც და უნდა უყვარდეს ბავშვები. ასევე ცხოველებიც იმიტომ რომ კატა ან ძაღლი მაინც მეყოლება ოდესმე.
არ უნდა იყოს პედანტი და სახლის დალაგებაზე, საჭმლის გაკეთებაზე და ა.შ. არ უნდა მეჩხუბებოდეს.
უნდა იყოს ევროპული აზროვნების რომ მე მისი გამოთქმული აზრების არ შემრცხვეს. მაგალითად არ უნდა იყოს რასისტი, ჰომოფობი და ა.შ.
ხო ასევე თავადაც მეხამრებოდეს სახლის საქმეებში როცა ორივე ვმუშაობთ.
არ უნდა ცდილობდეს ჩემს გაკონტროლებას ძალიან და რამეების დაშლას. ამაზე ვრეაგირებ პირიქით და რომც არ მინდოდეს მაინც გავაკეთებ თუ მიშლიან.
არ უნდა იყოს წინააღმდეგი თუ მე სექსუალურად მაცვია და არ უნდა მთხოვდეს რამე სხვა ჩავიცვა.
ხო ასევე უნდა იყოს ალალი ადამიანი და გულღია, ჩემსავით.
რაც მნიშმვნელოვანია კიდე უნდა იყოს ჭკვიანი და ტექნიკური საგნები შეეძლოს. ნუ ლოგიკური აზროვნების უანრიც კარგად უნდა ქონდეს განვითარებული.
დამოუკიდებლობა შეეძლოს და არ იყოს დედ-მამის კალთაზე გამოკერებული.
რელიგია რაც უნდა ის იყოს ოღონდ არა ფანატიკოსი.
აუ მოკლედ ესენი უცებ რაც გამახსენდა.
კიდე მაქვს მგონი რაღაც პუნქტები

არაა ეგეთი მარტო დიმიტრი გელოვანი, ნაპოვნი მყავს უკვე
This post has been edited by Nineties_Kid on 4 Jul 2015, 22:58