Krusty_the_Clown
Wise member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
|
#45131972 · 10 Jul 2015, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინფინიტი
QUOTE | შეიძლება სადღაც შუაში იყო, არც მორიდებული გეთქმოდეს, არც მოურიდებელი |
აი სადღაც შუაში როცა ხარ გაჩხერილი, არც გაღმა და არც გამოღმა და ვერ გაგირკვევია რა გინდა ამ ცხოვრებაში, ვისთან ხარ საერთოდ, მანდ გაქვს სერიოზული პრობლემა სწორედ. ამ დროს იწყება წარმუტებლობების კასკადი და მერე სხვების, ქვეყნის და მსოფიოს დადანაშაულება იმაში, რომ წარუმატებელი ხარ.
QUOTE | დანარჩენისთვის უნდა იომო - ვიღაცას წინ გადააუსწრო, ვიღაცას მოუჯოკრო, ვიღაცას საქმე გაუკეთო , რათა მომავალში იმან გაგიკეთოს, ვიღაცასთან ქულები ჩაიწერო, რაღაცა ჩაყლაპო, რაღაცა გაატარო, რაღაცა არ გაატარო და შენი გაიტანო ყველა მიზეზგარეშე, გახვიდე საჭირო კონტაქტებზე, იყოლიო საჭირო ხალხი გვერდზე და გახდე საჭირო მატთვისაც, ეშმაკიც უნდა იყო, ძლიერიც, ცბიერიც, მამაციც, წინდახედულიც, მოურიდებელიც და კაცის შეწუხება კი არა, თვალში თითის ტაკება რომ დაგჭირდეს, ეგეც უნდა ქნა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა |
მესმის, რომ ცხოვრებამ გაგაბოროტა, მაგრამ თვალში თითის ტაკების გარეშეც ცხოვრობს ხალხი, თან საკმაოდ კარგად. ეგ მოკლევადიანია რასაც შენ აღწერ, გრძელვადიანად ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ სიყვარულზე არ არის აგებული.
QUOTE | პროფესიონალიზმი პრობლემა არ არის. როცა ზემოჩამოთვლილი თვისებები გაქვს და პალაჟენიას იმასშვები, პროფესიონალებიც გყავს იმისთვის, რომ საქმე აკეთონ |
ბოლოს ეს რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი დრო აშორებს ნორმალური საზოგადოების ფორმირებამდე.
QUOTE | არ იყო მორიდებული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იყო მოურიდებელი |
ეს რომ უნარებში შეგხვედროდა, ქულას ვერ აიღებდი  ცოტათი მორიდებული და პაწა მოურიდებელი ხომ? ეჰ...
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|