გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

You are here: Home ∼ ტელეგონია ანუ რატომ უნდა გვესწავლა ბიოლოგია სკოლაში
ტელეგონია ანუ რატომ უნდა გვესწავლა ბიოლოგია სკოლაშიPublished by Natosha on January 22, 2014 | 6 Responses
მათთვის, ვისაც ბევრი სიტყვის წაკითხვა ეზარება, პირდაპირ დავწერ ქვემოთ მოცემული პოსტის მთავარ მესიჯს: “თეორია ტელეგონიაზე ყ***ბაა”.
თუ გაინტერესებთ რატომ კონკრეტულად და მითუმეტეს, თუ ამ თემაზე, კომენტარებში კამათს დააპირებთ, მაშინ პოსტის წაკითხვა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ არ ჩავერთვები დისკუსიაში.
აქვე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია, ეყრდნობა ბიოლოგიის სახელმძღვანელოებს. მაგალითისთვის, შეგიძლიათ დაქაჩოთ და წაიკითხოთ ეს ან ეს
როდესაც პირველად გავიგე ტელეგონიის შესახებ, სასაცილოდ არ მეყო ის აზრი, რომ ადამიანებს შეიძლება ამის მართლა სჯეროდეთ. თუ გაქვთ ამ თეორიის არცოდნის ბედნიერება, ახალვე “გაგანათლებთ”:
ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს ეგონათ, რომ ქალის ორგანიზმი ინახავს პირველი მამაკაცის გენეტიკურ ინფორმაციას და ამ ქალის ყველა შვილს, მიუხედავად მამის ვინაობისა, სწორედ რომ პირველი კაცის გენები ექნება. საუკუნეების განმავლობაში,ეს თეორია აქა-იქ იჩენდა თავს და მას სიხარულით იტაცებდნენ – განსაკუთრებით რელიგიების მსახურები (ალბათ, მარტივი გასაგებია რატომ). მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, გამოჩნდა ნაშრომი იმის შესახებ, რომ ცხენები, რომლებსაც პირველი სქესობრივი კავშირი ჰქონდათ ზებრებთან, შემდგომში, ცხენებისგანვე განაყოფიერების დროს ზოლიან კვიცებს აჩენდნენ. ასევე ძაღლების მომშენებლები ამტკიცებდნენ, რომ უჯიშო ხვადთან შეჯვარებული ძუ, შემდგომშიც უჯიშო ლეკვებს აჩენს. თუმცა, 1890 წელს, ჩაატარეს ექსპერიმენტები შოტლანდიაში, გერმანიაში და ბრაზილიაში და არც ერთი, ზემოთ მოცემული დებულებიდან არ დადასტურდა. ამის შემდეგ თეორია აღიარეს მცდარად და დაივიწყეს. მაგრამ, აი მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ეს დასაწყისში, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პრინციპულად არ სწავლობს ბიოლოგიას, ეს თეორია კვლავ აქტუალური გახდა.
მოდი, ისტორიას შევეშვები და ვნახოთ, რას გვასწავლის ბიოლოგია დამემკვირდებაზე და რატომ არ უნდა გვჯეროდეს ტელეგონიის.
geneალბათ გაგიგიათ დნმ-ის მოლეკულის შესახებ. ეს არის დიიიდი, ძალიან დიდი მოლეკულა (მოლეკულური მასშტაბებით დიდი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორები უნდა ვიყოთ. მაგალითად, ჩვენ რომ ვიყოთ შენობა, დნმ-ის მოლეკულა იქნებოდა პროექტის ნახაზი, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ინფორმაცია იმაზე, სად უნდა გვქონდეს კიბეები და რომელ მხარეს უნდა გვქონდეს აივანი, რა ფერია სახურავი და ა.შ. გენი, არის საინფორმაციო ერთეული – დნმ-ის მონაკვეთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიმე გარკვეულ მახასიათებელზე – “სახურავის ფერზე” – მაგალითად. სწორედ გენები განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვგავართ ჩვენი სახეობის, ადამიანების, სხვა წარმომადგენლებს და ყველაზე მეტად – ჩვენს მშობლებს. ჩვენი “პროექტი” სწორედ დედის და მამის “პროექტების” შერწყმით მიიღება.
ინფორმაციული ნაკრები ჩვენს შესახებ, “პროექტი”, იქმნება განაყოფიერებისას. იმ მომენტში, როდესაც მამის სპერმატოზოიდი (მამაკაცის სასქესო უჯრედი) და მასში მოთავსებული ინფორმაცია, დედის კვერცხუჯრედში (ქალის სასქესო უჯრედი) შეაღწევს და იქ შენახულ ინფორმაციას შეუერთდება. ეს პროცესი კარგად არის დაცული და ხდება მხოლოდ კონკრეტული სქესობრივი აქტის შემდეგ. ამას ორი გარემოპირობა განსაზღვრავს:
სპერმატოზოიდები, ისევე როგორც კვერცხუჯრედები, ცოცხლობენ მხოლოდ რამდენიმე დღე.
კვერცხუჯრედის დამცავი მექანიზმის წყალობით, ერთ კვერცხუჯრედში, აღწევს მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი და მხოლოდ მის მიერ მიწოდებული გენები გადაეცემა ამ უჯრედიდან განვითარებულ ორგანიზმს მამისგან.
განაყოფიერების შემდეგ წარმოქმნილი უჯრედი – ზიგოტა, იწყებს დაყოფას და საბოლოოდ ახალ ადამიანად ყალიბდება. ჩამოყალიბებაში კი, სწორედ იმ “პროექტის ნახაზით” სარგებლობს, რომელიც მას დედისგან და მამისგან ერგო. ამ “ნახაზის” ასლი ინახება ადამიანის ყოველ უჯრედში და ყოველი უჯრედი, მისთვის საჭირო ინფორმაციას, აქედან იღებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან გამომდინარე:
შეუძლებელია სპერმატოზოიდმა იცოცხლოს რამდენიმე წელი სქესობრივი აქტის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ, შეაღწიოს ქალის კვერცხუჯრედში და გადასცეს ინფორმაცია. მითუმეტეს, მას არ შეუძლია “გაბევრდეს” და მრავალჯერადად გადაეცეს, სხვადასხვა ორგანიზმს.
გარდა ამისა, ქალის ორგანიზმს, არ გააჩნია რაიმე ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური/ქიმიური მექანიზმი, იმისთვის რომ შეინახოს სპერმატოზოიდით შემოსული ინფორმაცია და რამდენიმე წლის შემდეგ გადასცეს ის თავის კვერცხუჯრედებს.
ასე რომ, თეორია ტელეგონიაზე უბრალოდ არარეალური და სასაცილოა.
- “კი მაგრამ, მე ვიცი ისტორია, როდესაც ქალს, ახალგაზრდობაში ზანგი საყვარელი ჰყავდა და შემდეგ, თეთრი ქმრისგან, ზანგი ბავშვი გაუჩნდა, ამას როგორ ახსნი?”
ძალიან მარტივად. ბევრად უფრო ადვილია ქმარი ტელეგონიით “დააბოლო”, ვიდრე აღიარო, რომ ახლაც საყვარელი გყავს.
1511155_10201285214081603_1820825857_n
ამიტომ, მოდი, უბრალოდ შევეშვათ ამ თეორიაზე ფიქრს. ბოლოს და ბოლოს, დღეს ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს ბიოლოგიაზე, ვიდრე არისტოტელეს დროს და ტელეგონიაზე სერიოზულად საუბარი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილებს ვაცდენდით ან არ ვსწავლობდით, იმიტომ რომ “მაინც ეკონომიურზე ვაბარებდით და არ გვჭირდებოდა”.
P.S. შემდეგი პოსტი სერიიდან “რატომ უნდა გვესწავლა ბიოლოგია სკოლაში” იქნება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე ^_^
P.P.S. ა, ჰო, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი არგუმენტები უნდა იყოს დაფუძნებული სამეცნიერო ლიტერატურაზე. და არა, გაურკვეველი წარმომავლობის საიტები, რომლებიც იყენებენ ფრაზებს კატეგორიიდან “ბურკინაფასოელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს”, სამეცნიერო ლიტერატურად არ ითვლება.
ასევე, მზად უნდა გქონდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:
როგორ ხდება პირველი მამაკაცის გენეტიკური ინფორმაციის შენახვა უჯრედულ დონეზე?
რა მექანიზმით ხვდება ეს ინფორმაცია გასანაყოფიერებელ ან უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში?
როდის ხდება ამ გენეტიკური ინფორმაციის კვერცხუჯრედში მოხვედრა? რა ეტაპზე? რამდენ კვერცხუჯრედში?
რა ხდება მაშინ, როდესაც პირველ მამაკაცთან კონტაქტი პრეზერვატივით მყარდება?
რატომ ინახება მხოლოდ და მხოლოდ პირველი მამაკაცის გენეტიკური ინფორმაცია და არა სხვა დანარჩენების?
პასუხები უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერების მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ მონაცემებს. “გამიგია, ზუსტად არ ვიცი როგორ” – არგუმენტი არაა.
წყარო და ნაკადული
http://imho.ge/telegony/