#45209360 · 20 Jul 2015, 00:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯობია ღიად ისაუბროთ მაგ თემაზე შენს ადგილას, რომ ვიყო ვეტყოდი შემდეგს.. ჩემთვის დაოჯახება/ქორწინება ან თუნდაც შვილის გაჩენა დროში გამოცდილი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა და არა მიზანია.. შეიძლება გეჩვენება რომ დრო საკმარისზე მეტია გასული, მაგრამ მე ეგრე არ ვთვლი და არ გეგონოს რომ გტესტავ, ისედაც საკმაოდ კარგად გიცნობ. ეგ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ეგ ნაბიჯი საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას, წინაპირობებს და მზაობას მოითხოვს.. შენ გოგო ხარ და შეიძლება ჩქარობ (ალბათ 25 წლამდე უნდა გათხოვება) და თუ ესე გეჩქარება შეგიძლია სხვა მოძებნო ვისაც შენსავით ექნება დაოჯახების სურვილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ხელს გკრავ.. უბრალოდ ხომ არ ჯობია უბრალოდ გავყვეთ დინებას.. ურთიეთობა კიდევ გვაჩვენებს.. ვფიქრობ რომ 30 წლამდე არ დავუჯახდები, მაგრამ დრეს ვფიქრობ ეგრე.. შეიძლება 1-2-3 წელიწადში შემეცვალოს აზრი, ან არც შემეცვალოს.. მოკლედ თუ მომენდობი გავყვეთ დინებას და თუ არა როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე შენ ხელს არ გკრავ, არც სხვა არავინ მყავს, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის.
--------------------
Умирать не страшно - страшно не жить.
|