მე ვიყავი მსუქანი მთელი ბავშვობა
ბავშვობა რა, სადღაც 21 წლამდე მაგარი მსუქანი ვიყავი
წონის გამო დაცინვა ხო დიდი არაფერი ვითომ, მაგრამ უამრავი კომპლექსი მქონდა ბავშვობაში მაგის გამო
და დღემდე მაქვს, მაისურის პერიოდული ქაჩვა ქვემოთ და ის წიკები რაც ბავშვობაში განმივითარდა როცა ღიპუცას დამალვას ვცდილობდი ხოლმე
როცა უკვე ისე ვარ რომ დაჟე მოსამატებელიც მაქვს ცოტა
მე მგონია რო კიდე დასაკლები მაქვს

და მთელი ცხოვრება დამრჩება ეს კომპლექსები ალბათ
ადამიანებთან ურთიერთობის, სახეში ვერ უყურებ გოგოებს იმიტომ რომ მგონია მსუქანი და მრგვალი სახე მაქვს, არავის მოვეწონები და ა.შ
არც შეყვარებული მყავს და თემას გავცდი მარა გამახსენდა ეხლა და მინდოდა დამეწერა
თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს

როგორ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება გაყვეს და დატანჯოს
ნორმალური ტანი მაქვს უკვე, ქართველი ბიჭების 70% ზე უკეთესიც კი ალბათ
მარა რად გინდა, გახდისაც კი მრცხვენია და ზღვაზეც არ დავდივარ მაგის გამო
სულ მგონია რო აი ცოტა გამობერილი მაქვს მუცელი და კიდე დამცინებს ყველა და ა.შ
ამიტომ თუ თქვენი შეყვარებული გასუქდა კი ნუ მიაჯვამთ და მიაგდებთ, მაგ დროს უფრო დიდ სტრესს მიიღებს და შანსია უფრო მეტად გასუქდეს
ააყენეთ ყოველ დილით და არბენინეთ, გაახდუნეთ მოკლედ
არ აგრძნობინოთ რო გასუქდა და რას გავს და ფუ ამასთან როგორ ვიქნები
იმიტომ რომ ყველაზე ### ობა გრძნობაა ქვეყანაზე როცა გარეგნობის გამო გიწუნებენ