ჩინური სიბრძნის თანახმად ცერა თითები ასოცირდება თქვენს მშობლებთან; საჩვენებლი თითები- ძმებთან და დებთან; შუა თითი- თავად თქვენს თავს განსაზღვრავს; უსახელო- "არა" თითი თქვენს მეორე ნახევარს; ნეკი თითები კი შვილებს. ეხლა კი ხელების ფალანგა (თითების ძვლები) ერთმანეთს შეაერთედ ისე, რომ ცერა თითი ცერას, საჩვენებელი საჩვენებლს და ა.შ ყველა შესაბამისი თითები შეერთდეს, ხოლო შუა თითები კი შეერთებულ მდგომარეობაში ძირს დახარეთ. არ აუშვათ თითები ერთმანეთს და მხოლოდ ცერა თითები გაწიეთ ერთმანეთისგან. ნახავთ, რომ განცალკევდება, რაც აიხსნება იმით, რომ თქვენ ადრე თუ გვიან დატოვებთ მშობლის სახლს (ზემო ახსნიდან გამომდინარე). ისევ შეაერთედ თითები. ეხლა მოაცილეთ ერთმანეთს მხოლოდ საჩვენებელი თითები, სხვა დანარჩენი თითები დატოვეთ უცვლელ პოზიციაში. ნახავთ, რომ თითები განცალკევდა ერთმანეთისგან, რაც აიხსნება იმით, რომ და-ძმასთანაც მოგიწევთ ადრე თუ გვიან განშორება. ანალოგიური მოხდება ნეკა თითების შემთხვევაშიც და ახსნა აქაც ერთია, ვერც შვილები იქნებიან თქვენზე მოჯაჭვულნი, ადრე თუ გვიან შექმნიან ოჯახს და წავლენ. უსახელო- "არა" თითებს კი რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ განაცალკევებთ, რაც აიხსნება იმით, რომ ცოლი და ქმარი უნდა იყოს ერთად მთელი ცხოვრება.
დასკვნას თავად გამოიტანთ
This post has been edited by lelukaa on 1 Aug 2015, 13:57
მიმაგრებული სურათი