ადამიანები ვინც მენატრებიან.
დეპრესიიდან გამოსვლის მცდელობა N1093823564576754321345678
ჩემი და /დედაჩემი
მამაჩემი მიუხედავად იმისა რომ მამწარებს
ჩემი პატარა დები
ჩემი საუკეთესო მეგობარი ნინო
ბესო ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი
ის დებილი, ჩემზე რომ გაბრაზებულია და არ მწერს, ჩემზე რომ დროს კარგავს
ჩემი მეგობრები თბილისში, კლასელებიც
ჩემი ბავშობის მეგობრები ბათუმში ხატია, ალლა და თამუნა
ჩემი ბიძაშვილები რომლებიც ბოლოს რომ ვნახე 5 წლით უფრო პატარები იყვნენ და ახლა სკოლაში დადიან უკვე
მეორე ბიძიდან ბიძაშვილები
ბიძაჩემი დედის მხრიდანაც და მამის
ჩემი მეზობელი ელისო დეიდა და ეზოს ბავშვები
ჩვენი რამდენიმე მეზობელი კიდე თბილისში
ბათუმში ჩემი ძველი მეზობლები
რა მენატრება
ჩემი ქუჩა, ჩემი სახლი, ჩემი უბანი, ჩემი ოთახი თბილისში.
ჭადრის სუნი ჩემი ფანჯრებიდან
თბილისის ქუჩების რაღცნაირი სუნი
ჩემი მუსიკალური ცენტრის ძალიან ხმამაღლა ჩართვა და ფანჯრის რაფიდან მთაწმინდის ანძაზე მიშტერება
ბათუმში ჩემი ძველი ქუჩა და სახლი
მორვაგზალი
მორვაგზლიდან ჩემი საყვარელი ადგილიდან მზის ჩასვლის ყურება
ჭადი და ყველი
დედაჩემის გაკეთებული საჭმელები
კიდევ ბევრი სხვა და სხვები

აი რომ არ ფიქრობ ეს ადამიანი მოგენატრება თურმე მოგენატრება.
აი უმნიშმვნელო ადამაინებიც კი როგორიც მეზობლებია.
დეპრესია და მონატრება ქშა ჩემგან