ეხლა მაგას კი მივხვდი რომ გააზვიადე და მართლა ეგრე არ გგონია

მე უბრალოდ იმას ვაპროტესტებ, რომ ვაი რომ კაცები მნიშვნელოვნად მეტნი არიან საქართველოში ვიდრე ქალები.
მე ესე ვიცი.
დაბადებულების 51 პროცენტი გოგოა 49 ბიჭი.
ყველგან.
საქართველოსა და სუდანშიც.
თუ ქვეყანას დიდი ომები ატყდება თავს ან ადრე იმ ერებიში რომლებიც ძირითადად მომთაბარეობით და ძარცვა-გლეჯვით ირჩენდნენ თავს.
მაგალითად არაბები მეათე საუკუნემდე ან ვიკინგები.
ბუნებრივია ქალების რაოდენობა რეპროდუქციულ ასაკში ბევრათ აჭარბებს კაცებისას.
ის 4 ცოლი ჰაერიდან არაა მოყვანილი.
იმ საუკუნეებში არაბებში 1 კაცზე 4 ქალი მოდიოდა და ამიტომ პრაქტიკული იყო მათთვის ასეთი ტიპის ოჯახები.
ჰოდა ჩვენთან რა ხდება.
20-40 წლის კაცებს ომები არ გაუვლიათ არც აფხაზეთის არც სამაჩაბლოსი.
რამოდენიმე გამონაკლისის გარდა.
იყო აგვისტოს ომი მადლობა ღმერთს იქ მასიურად მსვერპლი არ ყოფილა.
ეს ასაკობრივი კატეგორია აცდა მეტნაკლები დოზით ნარკომანიასაც.
90-იანებში რომ იყვნენ 20-30 წლის ასაკის ხალხი იმათ უფრო შეეხოთ ეს ყველაფერი და განახევრდნენ.
უფრო მასიურად ახალგაზრდა კაცები იღუპებიან ავარიების დროს.
თუმცა ეს არაა რაღაც კატასტროფული ციფრი.
ამ დროს ქალების რაოდენობას ამცირებს.
1. შერჩევითი აბორტები.
2. მასიური მიგრაცია საზღვარგარეთ.
ეს ორი აშკარად მეტია ვიდრე ე.წ. უბედური შემთვევები.
შესაბამისად ეს 49/51 პროცენტიანი პროპორცია დარღვეული იქნება.
ზუსტად რა დოზით არ ვიცი.
იმედია ძალიან არა იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც 60 პროცენტი კაცია და 40 ქალი საშინელებააა.
This post has been edited by babaiaro on 27 Aug 2015, 11:18