უფლის არსებობის დაჯერება არ ნიშნავს, იმას რომ გწამს.
იესოს იგავი, მდოგვის მარცვლებზე ხომ გახსოვს.
თუ მის გზას არ მიყვები, შენი რწმენა არაფერს არ ნიშნავს, პირდაპირ ფარისევლობაში ადანაშაულებს ასეთებს უფალი.
რაც შეეხება ეკლესიას, ის უფლის სახლია.
იესომ ვაჭრები გამოყარა ეკლესიიდან, მოიუნგრ-მოუნგრია იქაურობა, იმიტომ რომ წაბილწეს წმინდა ადგილი.
აქედან, გამომდინარე არავის არ უნდა ქონდეს იმის პრეტენზია ან ეჭვი, რომ ის უფლის სახლია. თუმცა უპატრონი ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ეგეც ხდება.
რაც შეეხება მღვდელს, ისიც ადამიანი, მაგრამ არიან როგორც წესიერი, ისე უწესო (რომლებიც არ იცავენ წესებს, რაც ევალებათ) მღვდლები. ყველას ერთ ქვაბში რატომ ყრი? რომ მოვიდეს უფალი და არ განიკითხოს ტყუილმართალი და თქვას, დედამიწაზე ცოდვა გამეფებულა და ყველას გავწყვეტავო, რა დააშავა მართალმა ადამიანმა? ასე, რომ მღვდელი, არაფერ შუაში არაა.
მე ვიცი რატოც არ მიდიხარ, იმიტომ რომ მაგის გამოცდილება მაქვს.

ასე, რომ რაც მალე შეეშვები მღვდლებს, შენთვისვე უკეთესია, ცხონების გზაზე მღვდელი ვერ დაგაბრკოლებს, ტყუილად ნუ იმიზეზებ.
რაც შეეხება აღსარებას (წავიკითხე სადღაც საუბრობდი), მეც ჩამიბარებია, არანაირი რეაგირება.
ვერც ვერაფერი ვიგრძენი და ვერც შვება მომცა, და რა? გამოვიხურო კარი და წამოვიდე?
დავჯექი და დავიწყე გარკვევა, უამრავი მაგალითი და ახსნა იყო, თუ რატომ არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ან ისე რატომ არ მოხდა, როგორ "წესი და რიგია". პირდაპირ ვუთხარი მამაოს, ვერაფერი ვერ ვიგრძენითქო, მითხრა მაინც უნდა გეთქვაო.
ერთ მაგალითს მოგიყვან, აღსარების საიდუმლოს შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაბრძოლი ადამიანი მივიდა ეკლესიაში და ერთ ბერს თუ მღვდელს უთხრა (საბერძნეთში ხდება ეს ამბავი), ომში დახოცილების მოგონებები არ მასვენებსო, მაგრამ განცდა, იმისა რომ ცოდვა ჩავიდინე, შიგნიდან არ მოდისო, მხოლოდ გონებით ვაცნობიერებო. ბერმა უთხრა, აზრი არ აქვს ეხლა შენი ახსარების ჩაბარებასო, იმიტომ რომ ვერაფერს გრძნობო. მე ასეთ რამეს გთავაზობო, კვირას მთელი ეკლესია რომ გაივსება, მოდი თუ გაბედავო მთელი ხალხის წინაშე თქვი აღსარებაო. ამან იფიქრა, ბევრი იფიქრა, რას იტყოდა ხალხი, მაგრამ მოსვენება ქონდა დაკარგული, გადაწყვიტა მაინც ეთქვა. მივიდა და მოყვა ყველაფერი რაც აწუხებდა. რომ მორჩა, ელოდა ხალხისგან ლანძღვა გინებას, მაგრამ, თავი რომ აწია, დაინახა ხალხი ტიროდა ამის ცხოვრებაზე, ხალხს შეებრალა. ამით შეიგრძნო, შევიდა მასში ის გრძნოდა თუ რა განიცადა ხალხმა, რასაც აცნობიერებდა მაგრამ ვერ განიცდიდა, უცებ განიცადა, წამოუვიდა ცრემლები და ცხარე ცრემლებით იტირა. აი ესაა აღსარება. მამაოს ჩააბარებ, თუ სახლში იტირებ, განცდა უნდა გქონდეს. ზოგს აქვს ეკლესიაში განცდა, მოწიწება უფლისა, მისი სახლისა, მისი ხატებისა, რწმენა და განცდა, ზოგს არა. ზოგი ისე შეაბიჯებს ეკლესიაში, როგორც მუზეუმში და რა უნდა განიცადოს, აღფრთოვანება გამოწვეულით ნანახისა? ესე არაა მივედი და უნდა მეგრძნო ან განმეცადა.
მეც გამომიცდია და ვიცი, პირიქითაც გამომიცდია.
მე არავის ხასიათის გარჩევას არ დავიწყებ, მაგრამ ეტყობათ ადამიანებს, ვის რა თვისება უშლის ხელს.
რომ საუბრობს ადამიანი ეტყობა, განათლება (აქვს წაკითხული ბიბლია, აქვს მისი ახსნა განმარტებები წაკითხული, რა გაიგო, რა ისწავლა, თუ ისტორიას ისმენდა მარტო? ისტორია დიდი არაფერია თუ არ გაიაზრა. წმინდა მამების ცხოვრება და გამოცდილებები აქვს წაკითხული? რას ასწავლიან, რა გამოცდილებას უზიარებენ. აბა აღმოსავლურ ფილოსოფიაში რომ აქვთ მოგროვილი ცოდნა, ის თავისით ხომ არ ჩამოფრინდა, შეაგროვეს და დაწერეს. ასეა მართლმადიდებლობაშიც. შენ რომ შაოლინის ბერზე მესაუბრები, მე მართლმადიდებელ ბერზე მოვიყვან მაგალითებს, თუ არ მაქვს წაკითხული და არ ვიცი, რას მოვიყვან. ასე, რომ ბიბლია რომ ბოლომდე წაიკითხოთ, ვერც გაიგებთ იმის ნახევრის ნახევარსაც რაც იქ წერია. ის ისტორია არაა მხოლოდ, ცხოვრების სწავლებაა).
სანამ ბიბლიას წაიკითხავ, უნდა გული და გონება გაწმენდილი და მშვიდი გქონდეს, ისე წმინდა მამები ამბობენ, ჯობია ხელიც არ მოკიდოთო. იმიტომ, რომ ვერაფერს გაიგებთ. ჩემს მაგალითზე მაქვს გამოცდილი. "ვინ არიან მამაოები, მთავარი უფალია, როცა მინდა წავიკითხავ და რასაც მინდა იმას წავიკითხავქო", მეათე ფურცლის მერე თავი მტკიოდა, ვიღლებოდი, ვხურავდი და აღარც ვკითხულობდი, იმიტომ რომ ამაყი და ამპარტავანი ხასიათი არ მიშვებდა, მხოლოდ ხასიათი არაა, ესაა შესაბამისი ენერგეტიკული განწყობა ადამიანში. ძილის წამალი რომ დალიო, ხომ ვერ წაიკითხავ, გაბრუებული ხარ და ზუსტად ასეა ის ხასიათის უარყოფითი თვისებები, რომლებსაც ცოდვის ან კეთილის ქმედების შედეგად იღებს ადამიანი, ესაა ენერგეტიკა: სიხარულის, სევდის, ბედნიერების, სიმშვიდის და ა.შ. ბიბლიის კითხვას, სიმშვიდის ენერგეტიკა სჭირდება, შინაგანი სისუფთავის და სიწმინდის შეგრძნება.
პ.ს. იმის თქმა "მე წაკითხული მაქვს და ვიცი", არაფერსაც არ ნიშნავს. მთავარია, რა გაიგე როგორ გაიგე, რა ისწავლე. როცა არ გესმის რას კითხულობ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ. მითუმეტეს 2 ათასი წლის წინანდელს ისტორიას ეცნობი, მაშინდელი ცხოვრების სტილით, თუ ამის ცოდნაც არ გაქვს საერთოდ ვერ მიხვდები ვერაფერს. ასე, რომ ჯერ ისწავლეთ და მერე ისე ისაუბრეთ. "უფლის მწამს და მრუშობის ცოდვის აზრს ვერ ვიგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენს უფალს ვერ ცნობ, არ იცი რას გასწავლის, რატომ, და რანაირად იცნობ?" არიან კიდევ ისეთებიც, იციან მაგრამ არ/ვერ მიყვებიან, იმიტომ რომ რთულია ამ ცოდვას გაუმკლავდეს ადამიანი, ამიტომ მოუწოდა პავლემ, ცოდვაში ჩავარდნას, ჯობიათ დაქორწინდეთო. მაშინდელი ოჯახები, უფრო მტკიცე იყო, და ტრადიცია ის იყო, რომ ქმარს უნდა ცოლი ყვარებოდა და ცოლს ქმარი, მიუხედავად იმისა იცნობდენენ თუ არა, ან მოწონდათ თუ არა. ეხლა თუ შეყვარებით არ დაქორწინდი, ისე არავის უნდა. გასაგებია, მაგრამ მაშიმ სხვა დრო იყო, ეხლა ტრადიციებს დაერხა უკვე, სამაგიეროდ მრუშობის ცოდვაშია ყველა მეორე, ცხოვრებაც უფრო გართულდა, უამრავი მომენტია, აკი წერია ბოლო დროის შესახებ, ძალიან ცოტა გადარჩებაო. როცა "ყველაფერი იცი" და არაფრის სწავლა არ გინდა ადამიანს, მაგას ამპარტავნობის ცოდვა ქვია. ცოდვა, ხასიათის უარყოფით შტრიხზე მიუთითებს. ზუსტად ესაა აღსარება, აღსარება საკუთარ თავთან და უფალთან, რომ ხვდები იმ ცოდვის მნიშვნელობას და სიმძიმეს რასაც აკეთებ, როცა ვერ ხვდება ადამიანი, ასეთი ადამიანი ეკლესიაში ივლის თუ ბერად აღიკვეცება, არის ფარისეველი. უფლის გარეშე კიდევ ადამიანი, ყოველთვის სათავისოდ მართალია, საკუთარი ფილოსოფიები აქვს და ვერ იგებს, რატო ეწინააღმდეგება უფლის მცნებები, მის აზრებს. ასე, რომ დაფიქრება უნდა, დაფიქრებას ცოდნა. ცოდნა კიდევ მღვდლებს აქვტ, იმიტომ სწავლობენ კიდევაც, რომ იცოდნენ, აბა ნაციხარი და ყაჩაღი რომ მღვდელი გახდება და ის ქადაგებას დაიწყებს, იმან რა უნდა ასწავლოს, ელემენტარული განათლებაც არ აქვს. ამიტომ, გაიკთხეთ, ვინაა კარგი მამაო, რა განთლება აქვს, დაესწარით მის წირვა-ლოცვებს, არ მოგეწონათ სხვა ნახეთ. თუ არადა აგერ ფორუმი და კლავიატურა, "მამაო ენუქი" გვყავს იუზერი, "ღმერთიც" იხედება ხოლმე და პატარა "ეკლესიაც" რომ მოაშენოთ აქვე, ცხონებას რა უდგა წინ? ტიმი? სულ ტიმს დააბრალეთ ახლა.