მოკლედ, გუშინ ღამე მივდიოდი რუსთავში მარშუტკით, ხოდა ისე დაემთხვა რომ სულ კაცები ვიჯექით, მაგრამ ბევრი ადგილი იყო თავისუფალი.
ხო და შუა გზაში ამოვიდა ერთი გოგო, ასე 24-28 წლის იქნებოდა.
ყველა ორკაციანი სავარძლის ერთი სავარძელი თავისუფალი იყო, მაგრამ ეს გოგო მაინც და მაინც ბოლოში წამოვიდა და ოთხკაციან სავარძელზე დაჯდა ჩემს გვერდით.
ნუ მე ჩემთვის ვიყავი გაყუჩებული და ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენდი.
დაახლოებით 10 წუთის ამოსული იყო, ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ და დაიწყო რაღაც უცხო ენაზე საუბარი,
აი ისეთ ენაზე რომელიც არასდროს მსმენია, თითქოს ინდური და აზერბაიჯანული ენების ნაზავი იყო.
მოკლედ, საკმაოდ უცნაური ენა იყო. ამ დრომდე ამ გოგოსთვის სახეზე არ შემიხედავს, მაგრამ ამ უცნაური ბგერების გაგონებაზე ინსტიქტურად შევხედე
და იმდენად ლამაზი იყო, რომ პირი ჩამომივარდა (ოღონდ მართლა).
ასე ხომ არ მივაშტერდებოდი სულ, ამიტომ ვიფიქრე მოდი ფანჯრის ანარეკლში ვუყურებ მეთქი, ვერც შემამჩნევდა და
თან შემეძლო მთელი გზის მანძილზე, მშვენიერი მუსიკის ფონზე ამ მშვენიერი არსებისთვის მეცქირა
შევხედე მინას და რას ვხედავ... არც არაფერს. ეს გოგო მინის ანარეკლში არ ჩანდა. ოღონდ მართლა.
არა, ისეთ ადგილას იჯდა, რომ უეჭველად, 100 %-ით უნდა დამენახა ანარეკლი, მაგრამ მის ადგილას უბრალოდ სიცარიელე იყო.
თავიდან ვიფიქრე მეჩვენება მეთქი (არა და არც ნასვამი ვიყავი და ნარკოტიკზეც ხომ ზედმეტია ლაპარაკი),
თვალები მოვიფშვინიტე, თავი შევატრიალე და ის გოგო ისევ თავის ადგილას იჯდა. მეთქი ალბათ მომეჩვენა თქო, მეორედ შევხედე
ფანჯარას და ისევ არ ჩანდა. წესით უნდა მეფიქრა, რომ მინას სჭირდა რამე, მაგრამ ამ დროს ჩემ თავს კარგად ვხედავდი. ცივმა ოფლმა დამასხა. ვიფიქრე ჩუმად ფოტოს გადავუღებ მეთქი და
თუ ფოტოშიც არ გამოჩნდა, მაშინ დან/ძრეული მაქვს, ჰალუცინაციები დამეწყო თქო. მოკლედ რუსთავში რომ მოდიხართ, გზაზე არის ძალიან ცუდი იამკა, იმდენად ცუდი რომ მანქანის ჭერზე გარტყმევინებს თავს. ხო და ვიფიქრე ამ იამკაზე გადასვლის დროს გადავუღებ ფოტოს, ვერაფერს ვერ შეამჩნევს მეთქი და გადავუღე კიდეც, მაგრამ როგორც კი გადავუღე, მობილურმა სამჯერ დაიწრიპინა და გაფრინდა.