ესეიგი ყველა ადამიანს თავისი განვლილი ცხოვრებიდან გამომიდინარე ეცოდება სხვები.
დედაჩემს უფულო ორსული ქალები ეცოდება ყველაზე ძალიან, გამოულია ეგ პერიოდებიც.
მამაჩემს ობოლი ბავშვები იმიტომ რომ თვითონ მამა არ ყავდა.
აი მე ღარიბ ბავშვებზე გული მიკვდება რასაც ქვია.
ამას წინად დაახლოებით 1 თვის უკან ვნახე ერთი ღარიბი ბავშვი, ვერ შევამჩნიე თავიდანვე რომ ღარიბი იყო.
ულამაზესი გერმანელი ბავშვი იყო, ქერა მწვანე თვალებით ბიჭი ასე 12 წლის იქნებოდა. ორი ჩუპა ჩუპსი ვაჩუქე. (საერთოდ ერთი უნდა ვაჩუქოთ ხოლმე)
ბებიასთან ერთად იყო მოსული, ახლოდან დვაინახე მარტო ზედა ტანიდან ოდნავ. ისე გაუკვირდა ისე გაოცებული იყო, მე მგონი პირველად აჩუქა ვიღაცამ რაღაცა.
რომ გავიდა იმ ბებიას ვიღაცა ნაცნობი შეხვდა მერე დავინახე რომ ეცვა სამი ზომით დიდი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. გული თუ არ დამეფუფქებოდა არ მეგონა.
იქვე რომ მიმეცა კიდე სირცხვილი იყო, ეწყინებოდათ. როგორ ვინანე რომ მეტი არ მივეცი. სხვების ნაჩუქარი შოკოლადებიც მქონდა იქეთ ოთხში რატომ არ გამოვუტანე.
არადა და არ მოვიდა ის ბავშვი რომ მეტი მიმეცა. ბებიამისს არ გამოუვლია.
არადა გეგმაში მქონდა ბებიამისს ფულში მოვატყუებდი მეტ ხურდას მივცედმდი ვიდრე მომცა, შოკოლადები გადავინახე

გულში ჩამრჩა რასაც ქვია