ამბავი იმ ფეხმოტეხილი ქალისა აი წინა პოსტში რომ დავწერე.
ქალმა იმ დონეზე არ იცის გერმანული რომ სასწრაფოსთვის დაერეკა მიშველეთო და მისამართი ეთქვა.
არც სხვა ენა რომელიც გამოადგება, მაგალითად ინგლისური.
და ეს ფაქტიურად 5 წელი აქ ცხოვრების მერე. ეს არის სირცხვილი.
მე იმაზე ვფიქრობ წიგნის და ზოგადად ჩქარა კითხვა დავამუღამო გერმანულად და ეს კიდე ფეხს იტეხს და სასწრაფოს ვერ ურეკავს

holden kolpildi
1.რატო გაღელვებს წავიდა თუ არა?
2.რატომ არ გკიდია ვიღაცის წასვლა დარჩენის საკითხი?
3.რატომ სხვა იუზერებზე არ გამოხატავ აზრებს/კითხულობ - წავიდა, დარჩა, დაბრუნდა, დაბრუნდება?
4.რატო გიკვირს მერე ეგ ადამიანი რომ მოგიხსენიებს პოსტებში ან გპასუხობს?
5.რატო აკრავ ამ(ებ)ის მერე მას იარლიყს, რომ შენ აქეთ გერჩის, აქეთ დაგსდევს, გახსენებს და ა.შ.?
6.მითუმეტეს რატო ცდილობ ამაში სხვები დაარწმუნო ხოლმე?
7.რატომ არ ცდილობ იმას რომ მითუმეტეს კონფლიქტების მერე ნაკლებად შეეხო მაგ ადამიანს რომ ისევ რაღაცა კონფლიქტურმა სიტუაციამ არ წამოყოს თავი?
რატო გიწერ ამას? იმიტომ რომ შენ და მის ჩხუბში მის მხარეზე ვარ. რამდენჯერმე დავინახე შენი მხრიდან დემაგოგია მის მიმართ და მერე აქეთ მასზე დაბრალება. ახლა თვითონ ალბათ პრინციპულად არ უნდა გიპასუხოს, არ უნდა ფორუმზე დაწერა და მე გიპასუხებ.
ვიღაცის წასვლა არ წასვლის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს, მითუმეტეს რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა რატომ წავიდა. ეს წასვლა 2 დღიანია, 2 თვიანია თუ ორ წლიანი თუ სამოდამო ყველას წაადგება. ფორუმზე იკარგება ბევრი დრო და იფანტება ყურადღება. კარგია თუ ვიღაცა თუნდაც ორი დღით შეძლებს დასვენებას აქაურობისგან და ამიტომ არ უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი.
თან შენი მხრიდან არაეთიკური საქციელია მისი წასვლის საკითხის განხილვა.