საილერი
წიგნს არ შეედრება და როგორც პერსონაჟი სულ სხვა მაქვს წამოდგენილი, მაგრამ დიდი ხნის უკან წავიკითხე. ხოდა მერე წიგნის თავიდან გადაკითხვა ხშირად არ არის ისეთი, გადამიკითხავს მაგრამ მაინც ხოდა ნუ ეკრანიზაციაც რომ არის მოგწონს უბრალოდ თორემ წიგნს ვერ შეადარებ. საყვარელი წიგნის გახსენებასავით არის.
-------------------
ჩემი ფეისბუქელი ფრენდის ძველი სტატუსი.
ისე რა ზუსტად ემთხვევა ერთი ამ აღწერილობას.

ავტორი ადამიანი ფსევდონიმით მარგო ლესკო
ჩემი მოკრძალებული ჰაზრით ჭეშმარიტი ინტელექტუალის გარდა არსებობს სამი ტიპის ფსევდოინტელექტუალი:
1. აფერისტი ინტელექტუალი ანუ ადამიანი რომელიც სხვისგან ისრუტავს ნებისმიერ ინფორმაციას, კარგად იმახსოვრებს და მერე თავის აზრად ასაღებს, ესე აქვს "წაკითხული" უამრავი წიგნი, "ნანახი" ფილმი. და ესე აქვს ყველაფერზე "საკუთარი" აზრი. ვერ დაუკარგავ გადასარევი მსმენელია და თან იცის რა დროს რა თქვას. ამ ტიპის ადამიანებში ხშირად შეხვდებით კაზანოვა/ალფონსა კაცებს.
2. "სკვაზნოი" ტვინიანი ინტელექტუალი. კითხულობს ყველაფერს დაწყებული ტუალეტის ქაღალდის ანოტაციიდან დამთავრებული მაჰაბჰარატამდე, მაგრამ როგროც შესდის თავში ისევე გასდის. ლექსიკური მარაგიც კი არ უმდიდრდება. სამაგიეროდ რაც არ უნდა ჰკითხო ყველაფერი წაკითხული აქვს, (მართლა აქვს წაკითხული), ყველაფრსი მოკლე შინაარს მოგიყვება, მაგრამ რად გინდა რაა, აზრი ვერ გამოაქვს იქიდან, რა მისცა, რა ისწავლა რა დაანახა წაკითხულმა არ იცის.
3. ტვინ-არქივა ინტელექტუალი. ტვინის მაგივრად არქივი აქვს. ახსოვს ყველაფერი დედის საშოდან რო გამოძვრა, პირველი რა სიტყვაც გაიგო იქიდან დაწყებული, 15 წლის წინ რო წაიკითხა, იმ წიგნის დამკაბადონებლის სახელი და გვარი. ყველაფერი ახსოვს ყველაფერი იცის, მაგრამ რაც თავში უყრია, ცხოვრებაში ვერ იყენებს ვერასოდეს, უბრალოდ როცა ჭირდება იცის რა უჯრა უნდა გამოაღოს ტვინში, ამოიღოს ინფორმაცია, სადაც საჭიროა იქ მიაწოდოს, მერე კოხტად დაკეცოს და ისევ შეინახოს. პრობლემა ისაა რომ რაც თავში აქვს შენახული, იმათ შორის ვერანაირი ლოგიკურ კავშირს ვერ ნახულობს. ესე ცალ-ცალკე აქვს ყველაფერი დასეივებული. ესეთ ადამიანს ძალიან ხშირად იუმორის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია. სხვა ადამიანებისგან მიღებულ ინფორმაციებს ძნელად ამუშავებს.