23 წლის ვარ. მშვიდი ვარ. ბოლო დროს მგონია რომ სულ გადაღლილი სახით დავდივარ. მძიმე ხასიათი მაქვს როგორც ამბობენ, მარა მე მაინც მგონია, სასიამოვნო ვარ ურთიერთობებში

ვიზუალურად რაიმეს დახასიათებას რა აზრი აქვს. მაინც სისულელე იქნება ყველა ვარიანტში.არა მიშავს რა.
პროფესიით ბუღალტერი და ფინანსისტი ვარ.ვმუშაობ კერძო კომპანიაში ბუღალტრად.
ადრე ლაშქრობებში დავდიოდი და ძალიან მომწონდა. პატრიოტი ვარ.
ეხლა ძალიან გადავერთე სამსახურზე და მერე საღამოს ვმეცადინეობ ხოლმე.ადრე ყველაზე მეტად ჩემ მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა მსიამოვნებდა.
ბოლო დროს კი რითიც ყველაზე მეტად ვერთობი არის ყველა საქმეს რომ მოვრჩები , ჩემ ოთახში სიწყნარეში წამოვწვები და ფილმებს ვუყურებ ან ვკითხულობ და თან ყავას ვსვამ

)
კითხვა მიყვარს.რაღაცას სულ ვკითხულობ, ხან დიდ ხანს ვანდომებ , ხან რამდენიმე დღეს.კარგი ნაკითხი გოგო ვართქო მაინც ვერ ვიტყვი.
მუსიკა როგორ არ უნდა მიყვარდეს. მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით და სმენაც მაქვს.გიტარაზე რაღაც სიმღერებს ვაწყობ იუთუბიდან , კარგად ვერ ვუკრავ, ხმაც არ მაქვს ძლიერი მარა ჩემთვის მაინც მისწორდება.
კარგი ფილმების ყურება სკოლიდანვე დავიწყე.ბოლო დროს თითქმის ვერ ვპოულობ ისეთ კარგ ფილმს რომელიც ნანახი არ მაქვს. ყველაზე მეტად ბოლო დროს მომწონს ფილმი cafe de flore, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ამაზე აზრი არ შემეცვალოს.
SPIRIT CRUSHER