ეგეთი რამე წარმოუდგენელია რომ 25 წლამდე სექსი არ უნდოდეს ადამიანს, გინდა ქალს და გინდა კაცს.
საქართველოში ამ სურვილს იკლავენ, ამ თემიდანაც კარგად დასანახი მიზეზების გამო. იქ ეს მიზეზები არ არსებობს, შესაბამისად არავინ არ იკავებს თავს 25 წლამდე თუ მართლა დაავადებული არაა.
დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგიქმნა, იგივე მიდგომაა რაც საქართველოში ბიჭს, რომ არ ქონდეს მაგ ასაკში სექსი.
აი უბრალოდ, ყველანაირი ტყუილის, თვალთმაქცობის და ფარისევლობის გარეშე, გულზე ხელი დაიდე და თქვი, რა რეაქცია ექნება საქართველოში ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ბიჭზე გაიგებს რომ 25 წლის ასაკშიც სექსი არ ქონია? მით უმეტეს რომ თქვას, რომ აი არ მეტყნაურებოდა და არ მქონდა.
აი წარმოიდგინე საძმაკაცოში შემოვიდა ტიპი, ბირჟაზე და ძმაკაცებს გეუნებათ, რომ სექსი არ მინდა და არ მქონია. 25 წლის ასაკში. რამდენიდან რამდენი ჩათვლის, რომ ეს ბიჭი ნორმალურია? და რამდენი #####ნავს ტვინს რომ შენ შიგ ხო არა გაქო? და რატომ? იმიტომ რომ ბიჭისთვის არაფერი შემაკავაბელი არ არსებობს იმისთვის რომ 25 წლამდე იქონიოს სექსი. შესაბამისად, სხვებს სრულიად ლოგიკურად უკვირთ ნორმალური თუა, სრულ ჭკუაზე, რატო ამბობს უარს ამდენი ხანი, ისეთ კარგ და სასიამოვნო რაღაცაზე რაც სექსია.
შენ (და არა მარტო შენ) ბავშვობიდან შთაგონებული და შენ ორგანიზმში ავტომატურად გამჯდარი მეთოდი, გეუბნება, რომ ბიჭი სხვაა, გოგო სხვა. ბიჭIსთვის მოსულა, გოგოსთვის არა.
ხოდა უბრალოდ დაშვების დონეზე დაუშვი. კი ნუ დაეთანხმები. უბრალოდ წარმოიდგინე რომ დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, იგივე მიდგომა აქვთ გოგოზე. უბრალოდ არ წარმოუდგენიათ, რატო შეიძლება, რა მიზეზით და მიზნით შეიკავოს გოგომ სექსისგან თავი. შესაბამისად მიდიან დასკვნამდე, რომ ან ფსიქოლოგიურად ვერაა ჯანზე, ან დაავადებულია რაიმეთი.
ზუსტად ამ მიზეზით გაექცა სამჯერ ბიჭი ლოგინიდან ერთ ქართველ გოგოს, ერთ ერთ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობდი.
25-ს ზევით და ქალიშვილი იყო. სამჯერვე ერთი და იმავე მიზეზით გაექცნენ თან, რომ ალბათ რაღაც გჭირსო. იმიტომ რომ უბრალოდ მათთვის ეს გაუგებარია სრულიად. ამას ქონდა ჟუდკი დეპრესია ამის ნიადაგზე. ბოლოს ქართველი ბოიფრენდი ყავდა და წყნარად დამთავრდა ეგ ამბავი