ქოქოსიმეც არ ვთქვი საით მიყავთ საუბარითქო
ჩავასწორე
Magistr_Yodaრამე ნახოს ხალხმა კბილის გასაკრავი და გამაზავენ
ESTRELLAეხ როგორ მყვარს ესეთი მომენტები ერთხელ არც ისე ახლო ნაცნობთან ვიყავი რაა არ მიცნობდა ეხლა კარგად შესწავლი არ ვყავდი და რამე
და ეგეთი ნაწვიმი ცივი ამინდი იყო მოკლედ სადარბაზოში ჩამოვედით და წინ მოვდივარ რა ღამეა და რო მეცა ეს სიცივე და სურნელი წამიერად თვალი დავხუჭე და თავი მაღლა ავწიე ღრმათ შევისუნთქე ნუ მეთქი ვერ შემამჩნევდა მარა ჩასუნთქვა ძაან ხმაურიანი გამომივიდა ცოტა კი დაფრთხა მარა არაფერი უთქვამს
ეხ მე კიდე ჩემი ტყებში მთებში მწვანეში ჩაფლული მშვიდი უკაცრიელი სოფლის სახლი მომენატრა ისეთი მაგიური და მაგარი წვიმა იცის მთიდან ჯერ ნისლი ეშვება და უკვე ვიცი იწვიმებს და თადარიგს ვიჭერ ყავა და სიგარეტი ან ლუდი და სიგარეტი იქვე აივანზე გავდივარ ერთი კუთხე მაქ თუ ზუსტად იქ არ ვზივარ სიამოვნებასაც ვერ ვიღებ და აი ციდან გადმოდის მადლიც უხვად ისე საშინლად წვიმს წამში გუბეები დგება გამეტებით გარშემო ისეთი იდუმალი სიმშვიდეა განსაკუთრებით ვგიჟდები შებინდებულზე რო წვიმს ჯერ კიდევ ბუნდოვნად რო ხედავ შუქებს სოფლის სტოლბებზე რომელსაც ბინდი ეკვრის და მოჩანს შარაგზა
უკუნთი ღამის წვიმაც მიყვარს სულ შავი რაო სამყარო შენს თვალწინ და ძლიერ წვიმს წვიმის წვეთები რაკარუკით რო ეცემა სახურავს და შენ მოცარტივით ჰანგებათ ჩაგესმის ეჰ სადაა ეხლა იცის ჩემთან სოფელში ამ დროს წვიმები რო გადააბამს დღეები. კიდე იცი რა მომეენტზე ვგიჟდები მაგრად რო წვიმს და ცივი შხეფები სახეზე გხვდება აუფ მოაქ იმენა მაგ დროს
თამბაქოს კვამლზე ბევრი რამ ითქმის და მის მავნებლობაზეც მაგრამ მის გარეშე გამიჭირდება
აი რა ჯობია კაი ძლიერ ყავასთან ძლიერ სიგარეტს რო ჩაანაპასებ და სიგარ ერთ დარტყმაზე საგრძნობლად რო ჩაწვამ გადაუშვებ ხარბად და რო გრძნობ გულმკერდის გავლით როგორ დაგარტყა და თითქოს ჩაგგლიჯა ბოლს რო არ გამოუშვებ ცოტახნით შიგნით გააჩერებ და გამოაბოლებ
ფაქტია ცუდია და ბევრი ზიანიც მომაყენა მაგრამ რავიცი მოწევა როგორც ფიზიკურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული ისე ხასიათზეც ჩემს ხასიათში ძაან ჯდება ფიზიკურათაც ძლიერ დამოკიდებული ვარ. ვცადე გადაგდება ბევრჯერ თუმცა უშედეგოთ
ეჰ გადავეშვი ნოსტალგიაში