saliliza1
ძალიან ძალიან ცუდი ფაქტია მერე ეგ. უკეთესი მთავრობა გვჭირდება რომ ხალხიც შეიცვალოს. არ მჯერა რომ მოიძებნებიან ჩვენში ისეთები რომლებიც უკეთესი პოლიტიკოსები იქნებიან ვიდრე ესენი.
Yin&Yang
წინა გვერდებზეც დავწერე. მე არ გამომიცხვია არაფერი.
და ეს ზევიდან ჟოლოა? Himbeeren არის ანუ ამერია სახელები. შიგნითაც ეს არის. დამავიწყდა ქართული.
შენ გერმანიაში ხარ ხო როგორც მახსოვს. მოკლედ ედეკაში და რევეშიც იყიდება გამზადებული ბისკვიტი ცხობად არ ღირს.თან სამად არის გაჭრილი.
მერე კრემის ფხვნილიც Dr. Oetker ტორტის კრემი
https://www.saucen-welt.de/images/product_i...anilla_3037.jpgაი ეს. ძალიან ძალიან გემრიელი კრემი აქვს.
უკნიდან აწერია რომ უნდა 300 მლ. რძე თითო პაკეტს და 200 გრამი კარაქი. მე სამი პაკეტი გავაკეთე ოღონდ.
კარაქი მანამდე დადე სადმე იმიტომ რომ რბილი კარაქი უნდა ან ცოტა მიკროვალნოვკით დაარბილე. მთლად არ უნდა გადნეს ოღონდ. მე დღეს მთლად გამიდნა და ავდექი და მაინც მიქსერით ამოვიყვანე და მერე მაცივარში შევდგი კაი ხანი იმიტომ რომ კრემი არ ჩერდებოდა და მერე გამოვიღე და მერე გავაკეთე.
და დეკორაციაც კიდე ედეკაში არის უამრავი რაც კი გაგიხარდება რომ გააკეთო. დაჟე ციფრებიც კი არის ტორტს რაც გინდა რომ დააწერო. ან ზემოდან ანიმაცია რომ დაადო ლამაზი ბავშვებისთვის ეს.
და ტორტი უნდა დანამო ესე, ცოტა წყალს აიღებ შაქარს ჩაყრი და ცოტა ნებისმიერი ვისკი და ამითი დანამავ.
ნუ კიდე გჭირდება ტორტს რაზეც დადებ, ასევე მოსასწორებელი და აი ამ ყვავილების დამსმელი. ეს ბოლო ორი ან ედეკაში ნახავ ან გალერია კაუფოფში.
ამას კიდე დაფხვნილი მწარე შოკოლადი აქვს შიგნიდანაც და გარედანაც.
ხილს კიდე რაც გინდა იმას შეარჩევ და ბისკვიტსაც ფანტაზიის და გემოვნების მიხედვით. ბისკვიტი შოკოლადისაც იყიდება. შეგიძლია შოკოლადი ბანანის ტორტიც გააკეთო.
წინაზე მარწყვით გავაკეთე და გემრიელი იყო, ახლა მარტო ჟოლო დამხვდა. შუა ოქტომბერია და რა იქნებოდა. მოკლედ ყველაფერი ნაყიდი მაქვს, მე მარტო კრემი ამოვიყვანე და ჩემი ფანტაზიით მოვრთე და ა.შ.
და არ დაგავიწყდეს რომ ხილი შიგნით ისე დააწყო რომ ერთ სიმაღლეზე იყოს თორე არასწორი გამოვა ზემოდან ტორტი.
მე ეს ჟოლო დღეს გავშალე შიგნით რომ არ ექანავა ტორტს.
ანუ ჯერ ნამავ ბისკვიტს, კრემავ, მერე შოკოლადები ან ხილი რაც გინდა, მერე მეორე ფენა, იგივე და მესამე ფენას რომ ადებ ჯერ მთლიანად აკრემავ და მოასწორებ კრემს გვერებიდანაც, მერე დაასვამ ყვავილებს კრემით სადაც გინდა და ბოლოს ზემოდან მორთვა ხილი და ა.შ.
შეკვეთა მინდოდა მაგრამ რამდენჯერმე ცუდი მომიტანეს და ვაბშე სხვა რაც ვთხოვე და აღარ ვუკვეთავ და ჩემით მაგიტომ ვიწვალე.
რამდენი ვწერე, იმდეია არ მოგაბეზრე თავი.
This post has been edited by Cherry. on 18 Oct 2015, 19:23